მთავარი » ჯანმრთელობა

ართროზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2011 19 კომენტარი | 18,101 ნახვა

ართროზი სახსრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იგი სახსარშიგა ხრტილის ნაადრევ გაცვეთას წარმოადგენს და ნივთიერებათა ცვლით არის გამოწვეული. ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ვლინდება, ან ტრავმის შემდეგ ვითარდება.

“ამბიონი” ართროზის შესახებ მედიცინის დოქტორს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რევმატოლოგ მაკა იოსელიანს ესაუბრა:

– რა იწვევს ართროზს?

ართროზიმიზეზი სახსრის ზედაპირის ხრტილოვანი ნაწილის დაზიანებაა. იგი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის, გენეტიკური, ბიოქიმიური, გარემოფაქტორების ზემოქმედების შედეგად. დაავადება ვლინდება მორფოლოგიური, ბიოქიმიური, მოლეკულური და ბიომექანიკური ცვლილებებით სახსრის ხრტილოვან უჯრედებსა და მატრიქსში, რაც იწვევს ხრტილის დაზიანებას, ოსტეოსკლეროზის განვითარებას, ოსტეოფიტების (ძვლოვანი წანაზარდების) წარმოქმნას. ჩვეულებრივ, ნორმაში ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზისა (წარმოქმნის) და დაშლის პროცესი დაბალანსირებულია. ოსტეოართრიტის დროს ეს უკანასკნელი ჭარბობს სინთეზის პროცესს, ზიანდება არა მხოლოდ ხრტილი, არამედ სახსრის შემადგენელი სხვა ნაწილები და მის ირგვლივ არსებული ქსოვილებიც. ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მაღალია ხანდაზმულებში,Qქალებში, ჭარბი წონის მქონე პირებში, მემკვიდრული განწყობისას, ანამნეზში სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის მქონე პირებში. დაავადების სიხშირე მკვეთრად იზრდება ასაკთან ერთად. იგი სახსრის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოსტეოართრიტით 45 წლამდე დაავადებულია 2%, 45-64 წლამდე – 30%, 65 წლის ზემოთ – მოსახლეობის 63-85%.

– რა სიმპტომები ახასიათებს?

ოსტეოართრიტის ძირითადი კლინიკური ნიშანია ტკივილი და სახსრის დეფორმაცია. დაავადების დასაწყისში ტკივილი შესაძლებელია არ ვლინდებოდეს, ან ვლინდებოდეს პერიოდულად, ხანმოკლედ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, თუმცა დაავადების პროგრესირებისას ტკივილის ინტენსივობა იზრდება მცირე ფიზიკური დატვირთვის ფონზეც. შესაძლებელია მას თან ახლდეს დაზიანებული სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, კრეპიტაცია,სახსრის ფუნქციის მოშლა, სახსრის ირგვლივ კუნთების დაზიანება. ძირითადად ზიანდება მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის, კოჭ-წვივის სახსრები. თუმცა შესაძლებელია დაზიანდეს (განსაკუთრებით ქალებში) წვრილი სახსრებიც, წარმოიქმნას ე.წ. ჰებერდენისა (დისტალური ფალანგთაშორისი სახსარი) და ბუშარდის (პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსარი) კვანძები. ოსტეოართრიტი შესაძლებელია განვითარდეს პირველადად ან მეორადად სახსრის ანთებითი (მაგ: რევმატოიდული ართრიტის) და არაანთებითი (მარფანი) დაავადების ფონზე.

– მკურნალობა

სამკურნალოდ გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (მაგ.: პარაცეტამოლი), მძიმე შემთხვევებში – სახსარშიდა ინექციები სტეროიდებით, ქონდროპროტექტორები. ტკივილის შემცირების მიზნით მიმართავენ ელექტროთერაპიას, ფონოფორეზს ჰიდროკორტიზონით, ლაზერო და მაგნიტოთერაპიას, სამკურნალო მასაჟს, კინეზოთერაპიას.

ჭარბი წონა ართროზის პროგრესირებას უწყობს ხელს. მიჩნეულია, რომ სხეულის მასის 1 კგ-ით შემცირება სახსარზე დატვირთვას საშუალოდ 4კგ-ით ამცირებს.

– როდისაა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა და კეთდება თუ არა ეს ოპერაციები საქართველოში?

სახსრების ენდოპროტეზირება ართროზის მკურნალობის ქირურგიული მეთოდია, რომელიც მაშინ ტარდება, როცა სახსრის დაზიანების ხარისხი იმდენად მძიმეა, რომ თერაპიული, კონსერვატიული მეთოდებით მდგომარეობის გამოსწორება ვერ ხერხდება. აღნიშნული ოპერაციები საქართველოში წარმატებით ხორციელდება.

– სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ დაავადებამ ადამიანი?

დაზიანებული სახსრის მოძრაობის სრულ, ან ნაწილობრივ შეზღუდვამდე.

– როგორ დავიცვათ თავი ართროზისგან?

წონის კონტროლით, ფიზიკური აქტივობით… დროულად უნდა მოხდეს სახსრის შეძენილი თუ თანდაყოლილი ბიომექანიკური დარღვევების კორექცია, მაგალითად, ბრტყელტერფიანობა, კიდურთა ტრავმული დეფორმაციები, მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი პათოლოგიები და სხვა.

იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ართროზით დაავადების რისკჯგუფს შეადგენენ (აქვთ ტრავმა, ან სახსრის ესა თუ ის პათოლოგია, ჭარბი წონა), რეკომენდებულია დოზირებული დატვირთვა. ზომიერი სიარული, ველოსიპედი, ცურვა უნდა ვაქციოთ ართროზის პროფილაქტიკის ძირითად საშუალებად.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

19 კომენტარი »

  • ჯაბა says:

    ოპერაციიის გარეშე ვერ მოვირჩეენ???? :( საკმააოოდ რთულად არის საქმე :(

  • პაატა says:

    საშუალო ასკში, საწყის სტადიაში თუ ექვემდებარება სრულ განკურნებას?

  • ნანი says:

    ვარ 45 წლის ქალბატონი.დაახლოებით 1 წელია დამეწყო სახრების ტკივილი.კერ
    ძოდ მუხლების დეფორმაცია და ფეხის თითების ტკივილიც.არანაირი დაავადება და ავადმყოფობა არ გადამიტანია და სრულიად ჯანმთრელი ვარ სხვა მხრივ,გარდა იმისა რომ მაქვს ჭარბი წონა.30 კილო ზედმეტი მაქვს.შეიძლება თუ არა რომ მხოლოდ წონის გამო მჭირს ეს დაავადება?და პლუს მიწევს ფიზიკური დატვირთვაც.

    • ლია says:

      რამდენად კარგია პრეპარატი გლუკოზამინი? ახლობელმა გამომიგზავნა ამერიკიდან

      • დავით დანელია says:

        გლუკოზამინი ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება.
        მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ანელებს ტკივილს სახსრებში და ხელს უწყობს ხრტი-ლოვანი ქსოვილის აღდგენას,გლუკოზამინის ხელს უწყობს სახსრების ხრტილის დაცვას, ეს პრეპარატი საკმაოდ კარგი საშუალებაა ართროზების სამკურნალოდ, მაგრამ აუცილებელია უშუალოდ ექიმის კონსულტაცია. თვითნებურად წამლის მიღება რეკომენდირებული არ არის.

  • ანუკა says:

    ვარ 27 წლის,მყავს 1 შვილი. ერთ წელზე მეტია დამეწყო შეტევითი სახის ტკივილები ხერხემალზე და მომენტალურად ეს ვრცელდება მენჯ-ბარძაყის ძვალშიც…ამ ტკივილის ფონზე მიჯირს სიარულიც-იხვივით დავდივარ- თუმცა ეს მხოლოდ მწვავე პერიოდში. ძალიან ხშირად მიტკაცუნებს სახსრები-ფეხის თითების, ხელების და ყბისაც კი.ვიცი რომ ნივთიერებათა ცვლა წლებია დარღვეული მაქვს, თანაც მჯდომარე ცხოვრებას ვეწევი პროფესიიდან გამომდინარეც უკვე 7 წელია…სამწუხაროდ-ცურვა არ ვიცი. თქვენი რჩევის იმედი მაქვს,რეკომენდაციებს ველი მოუთმენლად)))
    დიდი მალდობა წინასწარ!

  • მზია says:

    მე მაქვს მენჯ-სახსრის კოქ ართროზი და ვმკურნალობ ნერვოპათოლოგთან კარიპაზიმით(ელექტროფორეზით)შედეგი მაქვს დიდი,მე ვიცი რა დლიერი ტკივილები იცის გამაყუჩებელიც არ მშველოდა.

  • xatuna says:

    mec kokartrozi makvs dalian mishirs gadaadgileba ukve xeljoxic mhirdeba radgan pexs miketavs tkivili da ver veyrdnobi operaciis gaketebas ver vbedav radgan bevri sxva sasicocxlo arganoebi makvs dazianebuli ekimebis daudevrobit da dalian sariskod vuyureb operaciul harevas veli tkvens gamoxmaurebas

  • natia says:

    gamarjobat batono dato var 20 wlis damaqvs menj-bardzayis saxsris artorzi. 3 wlis win damidginda daignozi, da vimkurnale nevropatologtan antebis sawinaagmdego preparatebit, tkivili mas shemdeg isev iseti agar mqonia magram periodulad mainc mawuxebs, revmatologatanac ver mivedi dzalin meshinia mgonia rom cud pasuxs metyvis, magram saxsars ukve dzalain vzgudav dzalian gtxovt upasuxot chem shekitxvas tqveni zrit rame serioziliaa? tu sheidzleba qirurgiuli charevis gareshe gamovdzvre mdgomareobidan, saxlshi varjishebs metvitonac vaketeb tumca michirs saxsarshi modzraoba da shedegi martla ar hqonia. didi madloba winaswar

  • madlena says:

    macyxebs myxlebis tkivili dgeda game mtkiva vimkyrnale mitxres artrozi gavikete terapiebi da talaxi magram yfro amatkiva da zaan cydad var mirchiet rame didi madloba cinascar

  • vaja says:

    dedahems gauketda endoproteziraba mulze 2 tvea tkivili da sahineli xureba aqvs gamakuheblebit gaaqvs tavi .ase ijaxis ram gamaketebinao ra vqnat eqimo ? essveleba rame? an gvirhiet rame

  • natia says:

    Gsmarjinat me mainteresens bexis gulebi da titebi mixurdeba xolme titkos cecxli mikidia rissi bralia

  • nana says:

    mawuxebda marjvena idayvis saxsari, mibrujdeboda neka da momdevno titi, vifiqre nervis antebaze. vimkurnale B vit. da ubralod gamayuchebels viyenebdi. 1 tve gagrdzelda titqmis ushedegod.saxlis irobebshi viyenebdi shalis saxvevebs, veridebodi sicives, civ wyals, nel-nela gamiara. 1-2- tve daviwyebas mieca,. samwuxarod exla marcxena bechis saxsari amtkivda, tkivilma gadainacvla idayvis sax. mere majac, isev idayvi , xan isev bechi da a.sh. mokled mtels xels moedo ( seirnobs). davigale, mirchiet sayketeso eqimi, sad da vis mivakitxo—nervopatologi, revmatologi, ortopedi, tu sad wavide…

  • beqa says:

    Dzalian gtxovt damexmaret var 26 wlis dzalian mtkiva marjvena idayvis saxsari titqmis 1 welia moxra gashlac shezgudulia zeda mxared gamoberilia da gasiebulia sanam tkivili tavs ichenda varjishobdi sportul ajimaniebs vaketebdi 150 amde tkivilis mere mivatove paktiurad ver vaketebdi eqimtan viyavi mkurnalobdi magram ushedegod gtxovt gamecit pasuxi mizezi ra sheidzleba iyos winaswar didi madloba

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"მარხვა ცოდვების სინანულია", - არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე).