არტ-გენი 2012 დასრულდა
29 ივლისს, სახალხო ფესტივალი “არტ-გენი 2012” დასრულდა. 17:00 სთ-ზე ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნებმა” ერთი საუკუნის შემდეგ აღდგენილი ძველი ქართული “ქალაქური კრივი” და ტრადიციული “ლელობურთი” გამართა. საღამოს კონცერტზე ანსამბლი “ლაშარი”, “საგალობელი” (რაჭა), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი “კესანე” წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ფესტივალი 22:00-ზე ფრანგულმა ჯგუფმა “Speed Caravan”-მა დახურა.
ფესტივალი არტ-გენი უკვე მეცხრე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად თან სდევს ახალი აქტუალური თემა. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი “არტ-გენი 2012” -ის წლევანდელი დევიზია “გაუფრთხილდი ოჯახს”, რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
შეგახსენებთ, ფესტივალმა 3 ივლისს კახეთში აიღო სტარტი და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა. ხოლო 21 ივლისიდან არტ-გენმა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლა.
ნინო ჩალაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.