მთავარი » კულტურა

“არტ-გენის” რეგიონალური გასვლების “ფინალური აკორდი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.06.2011 | 2,128 ნახვა

სახალხო ფესტივალის – “არტ-გენის” დასკვნითი ნაწილი წელს ქალაქ ფოთში, კერძოდ, მალთაყვას ტბის პირას გაიმართა. ქართული ცეკვაღონისძიებაზე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონიდან საუკეთესო ოსტატებმა ზეპირსიტყვიერების, რეწვის, ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები წარმოადგინეს. რეგიონალური ფესტივალი დახურა “არტ-გენის” აღმოჩენამ – ანსამბლმა “გორდელამ”. საღამოს გაიმართა კონცერტი “ზუმბალენდის”, “ჩვენებურებისა” და “რეგიონის” მონაწილეობით. ღონისძიებას უძღვებოდა სოლომონ გოგაშვილი.

სოლომონ გოგაშვილი (“არტ-გენის” ერთ-ერთი ორგანიზატორი): “მირზაანსა და რუსთავშიც გამოჩნდა, რომ “არტ-გენს” ბევრი ახალგაზრდა მომღერალი შეემატა. ყმაწვილები მოხუცებთან ერთად დგანან სცენაზე და ეს ყველაზე მთავარია. ჩვენი წლევანდელი დევიზი – “განათლება” ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს მოყოლას, უფროსებისაგან გადმოცემულ ყოფით ცხოვრებაში ასახულ კულტურას, რომელიც განათლების სახითაა გამოვლენილი ფოლკლორში. მოხარული ვარ, რომ მიზანმა გაამართლა. ეს ახალ თაობაშიც კარგად წარმოჩინდა.

ფესტივალში მონაწილეობენ: სამეგრელოს ყველა რაიონის ვირტუალური მომღერლები თუ მოცეკვავეები, უხუცესი აჭარლები ხელვაჩაურის რაიონიდან, ანსამბლები გურიის სამივე რაიონიდან. სრული მასშტაბითაა წარმოდგენილი ფოთი. თექათბილისიდან არიან: ილიას უნივერსიტეტის მოცეკვავეთა ანსამბლი, “ჩვენებურები”, “გორდელა”, “ზუმბალენდი”…

სიახლეა ისიც, რომ “არტ-გენმა” მასშტაბური სახე მიიღო. ღონისძიებას შეემატა თბილისური ანსამბლები, მონაწილეობენ უცხოეთიდან ჩამოსული მომღერლები. “არტ-გენი” ყველას ფესტივალი გახდა განურჩევლად ეროვნებისა.”

პოლიკარპე ხუბულავა (ანსამბლ “ოდოიას” ხელმძღვანელი): “ჩემთვის სასიხარულოა დღევანდელი დღე. ვიკრიბებით ხელოვნები, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. მადლობას ვუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს. ჩვენი ანსამბლი “ოდოია” 1974 წელს შეიქმნა. სამი თაობა გავზარდეთ. რაც ვიცი, მინდა, ხალხს გადავცე და არ დაიკარგოს ჩვენებური სიმღერები.”

შოთა მალაშხია (ანსამბლ “ოდოიას” წევრი): “დღეს დიდი ღონისძიება მთავრდება. ზუგდიდიდან მოვედით, რათა ახალ თაობას გავაცნოთ ხალხური სიმღერები. ჩვენი ანსამბლი 13 კაცისაგან შედგება. მთელი საქართველო შემოვიარეთ. ვასრულებთ ყველა კუთხის სიმღერებს, რომლებიც ჩვენი გუნდის ლოტბარმა, 87 წლის პოლიკარპე ხუბულავამ შეგვასწავლა”.

თამაზ მამალაძე (ანსამბლ “გორდელას” ხელმძღვანელი): “ეს ფესტივალი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან “გორდელამ” ფეხი სწორედ “არტ-გენზე” აიდგა და აქვე შედგა მისი პრეზენტაცია. ეს გოგონები სწორედ ამ ფესტივალმა გამოაჩინა და აღიარება მოუტანა. მას შემდეგ “არტ-გენთან” ერთად მოვდივართ და 2007 წლიდან სისტემატიურად ვმონაწილეობთ ღონისძიებაში. ეს ჩვენთვის დიდი პატივია.”

აჭარლებიზაზა კორინთელი (მომღერალი, “არტ-გენის” ერთ-ერთი ორგანიზატორი): “ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ვიმყოფებით ფოთში, სადაც ჩვენი რეგიონალური გასვლების ერთ-ერთი ფინალური აკორდია. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა. ადგილი, რომელიც შევარჩიეთ, შესანიშნავია ამ ღონისძიებისთვის და ბედნიერი ვარ, რადგან აქედან რომ წავალთ, ეს ტერიტორია საფესტივალოდ დარჩება ამ ქალაქს და ნებისმიერი სახისა და მიმართულების სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს. ამაში კი ჩვენი მცირეოდენი წვლილიც იქნება.

“არტ-გენი” არა მარტო ფესტივალია, არამედ ის კულტურული მოძრაობის იარაღად გადაიქცა. მიხარია, რომ ამაში ვმონაწილეობ, როგორც ერთ-ერთი ქართველი, რადგან ეს ფესტივალი დიდი ხანია ორგანიზატორებს აღარ გვეკუთვნის და თავიდან ბოლომდე ხალხი და მოთხოვნილება მართავს.
აჭარლები ჩვენ, უბრალოდ, ხელს ვუწყობთ, რომ ეს ხიდი ყოველთვის გამაგრებული იყოს რეგიონებსა და ცენტრს, თაობებს, სხვადასხვა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანებს შორის, ვისაც უყვარს სულიერი სამყარო და ახსოვს, საიდან მოდის, რა კულტურის შვილია. ეს ფესტივალი კი სწორედ ამის გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ღმერთს მადლობა, ზუსტად იმ დროში, იმ ქვეყანასა და ხალხში დავიბადეთ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო ასეთი საქმის კეთება.”

“არტ-გენი” 15 ივლისიდან თბილისში ეთნოგრაფიულ მუიზეუმში გადმოინაცვლებს და 24 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებსა და რეწვის ოსტატებს საქართველოს ყველა კუთხიდან, სტუმრებს უცხოეთიდან (ავსტრია, შრი-ლანკა, უკრაინა, საფრანგეთი), ჯგუფებს: “33ა”, “ზუმბალენდი”, “ჩვენებურები”, “ფრანი”, “ხიდი”, “რეგიონი”, “დეციში”, “აუთსაიდერი”, “გორდელა”, სუხიშვილები…

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი