მთავარი » კვირის ფოტორეპორტაჟი

არსენ ფოჩხუა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2013 3 კომენტარი | 2,145 ნახვა

არსენ ფოჩხუა

არსენ ფოჩხუა (1923-2001) ქ. ქუთაისში 1923 წელს დაიბადა. 1944-49 წლებში თბილისის კონსერვატორიაში ვიოლინოს კლასით სწავლობდა. შემდგომ ამავე პროფესიით საქართველოს სახ. სიმფონიურ ორკესტრსა და I სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

არსენ ფოჩხუა, გარდა მუსიკისა, არაჩვეულებრივად ხატავდა. არსენ ფოჩხუა როდესაც საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი, ლადო გუდიაშვილი გაეცნო არსენ ფოჩხუას გრაფიკულ ჩანახატებს, ძალიან მოეწონა და შემდგომ მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას მხატვრობაში.

1946-47 წლებში ლადო გუდიაშვილის მოწვევით ა.ფოჩხუა ქვაშვეთის ტაძრის მოხატვაში დამხმარე მხატვრად მონაწილეობდა. დიდი მხატვრის გვერდით ეს მუშაობა ა. ფოჩხუასათვის ერთგვარ აკადემიად იქცა.

ა. ფოჩხუა, როგორც გრაფიკოსი, მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში, ხოლო 1955 წელს გამოფენაზე პირველად გაიტანა ბზაზე და სადაფზე კვეთილობანი. ხელოვანი ასევე წარმატებით მუშაობდა ბროლსა და ძვალზე.

1977წ. ქ. ქუთაისში არსენ ფოჩხუას ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.

1982წ. მაისსა და ივნისში მხატვრის მესამე პერსონალური გამოფენა მოსკოვში გაიმართა. ამ გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც მეორე პერსონალური გამოფენა მოჰყვა, რომელიც სრულიად რუსეთის ბუნების დაცვის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო. ამავე წელს ის საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში დაბრუნდა. არსენ ფოჩხუა 2001 წლის აპრილში გარდაიცვალა.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • თეო says:

    ძალიან მომეწონა ბატონი ა.ფოჩხუას ნამუშევრები. ვისურვებდი დამზადდეს პოსტკარტები, სიამოვნებით ვიყიდიდი და გავაგზავნიდი მეგობრებთან საზღვარგარეთ. ამ ფოტოებში კარგად ჩანს ქართული სული.

  • საIნტერესო ნამუშევრები აქვს ,მრავალფეროვნება იგრძნობა მის შემოქმედებაში,კარგი იქნებოდა თუ მის შესახებ “ერთსულოVნების”ტელეVიზიითაც თუ იქნება გადაცემა რუბრიკაშI”გზა,რომლითაც ვიარე”

  • რათა სხვებმაც გაიგონ ამ იდი ხელოვანის შესახებ

"სიყვარული ღვთისა არის წყარო ყოველთა სხვათა სათნოებათა", - წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე).