მთავარი » ქრისტიანობა

“ყურადღებით შეარჩიე, ვის ეტყვი აღსარებას და რჩევას ვისგან ითხოვ”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.10.2019 ერთი კომენტარი | 1,013 ნახვა

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, როდესაც ზიარება გსურს, შედი ნებისმიერ ტაძარში, რომელშიც საღმრთო ლიტურგია აღესრულება და ეზიარეო, მაგრამ ასე როდია საქმე, როცა შენი გულის გახსნას ეხება საქმე – ყურადღებით შეარჩიე, ვის მიაშურებ სასაუბროდ, შუბლზე ოფლი უნდა გადაიდინო, ვიდრე იმ პიროვნებას იპოვნი, შენი სულის ყველაზე ქალწულებრივ, თვითნაბად ამოძახილთ რომ მოისმენს.

მე წმინდა მამა არ ვარ, მაგრამ ერთსაც დავსძენ: თუკი ბავშვობიდან დაატარებ დანაშაულის გრძნობით დაწყლულებულ სულს, თუკი მგრძნობიარობის სახმილში იტანჯები, თუ შენს თვალებს სილამაზე და სიყვარული ცრემლს მოადენს, თუკი მოსიყვარულე მკლავებს ეძებ, რომ გულში ჩაგიკრას და ყოფიერების კოშმარებს თავი დააღწიო, ყურადღებით შეარჩიე, ვის ეტყვი აღსარებას და რჩევას ვისგან ითხოვ.

ილოცე, ეძიე არა ვინმე სახელგანთქმული, “ათონელი”, მჭვრეტელი და სასწაულთმოქმედი, არამედ ის, ვინც ქრისტეთი და ქრისტესთან ცოცხლობს. ეს კი ნიშნავს მოყვარულ და მდაბალ გულს, მამობრივს, ადამიანურ გულს.
უსმინე იოანე კიბისაღმწერელს: “ნუ ეძიებთ წინასწარმცნობელს, არამედ- გულითად, მდაბალ კაცთ.”

ყურადღებით იყავი, სინდისის ქენჯნებით არ აღგავსოს მღვდელმა მხოლოდ იმის გამოც კი, რომ არსებობ და სუნთქავ, თავისი ჩრდილებით შენც არ დაგიბინდოს ყოფა.
მე პირადად, მრავალი მცდარი არჩევანი გამიკეთებია და ძვირადაც დამიჯდა. ერთხელ ერთმა მოძღვარმა, რომელიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ღმერთს რომ ცხოვრებისეულად იცნობენ (და, ამის გამო, სიყვარული, სიმდაბლე და დაუჯერებელი თავისუფლება მოუპოვებიათ), თითქმის აცრემლებულმა მითხრა:
“შენი საფარველი აბრეშუმის იყო, უხეშად და დაუდევრად მოქაჩეს და გაფხრიწეს. ახლა ერთად შევეცდებით ამოკემსვას, მაგრამ ჭრილობა მაინც გამოჩნდება…”

________

მამა ხარალამპე პაპადოპულოსი, თანამედროვე მოძღვარი და მქადაგებელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გიორგი says:

    დიდი მნიშვნელობა აქვს ვის მივანდობთ ჩვენს სულის გადარჩენას,მაგრამ თუ უფალს მივენდობით ღმერთი არ დაგვტოვებს და სულისათვის საჭიროს მოგვმადლებს ვისთანაც არ უნდა ვიყოთ.მთავარია მღვდელი მართლმადიდებელი იყოს და ცდილობდეს მოღვაწეობას.ისე წმიდა მამები ერთხმად მიუთითებენ გამოცდილი მოძღვრის აუცილებლობას.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი