მთავარი » დღესასწაულები

არქიმანდრიტი ეფრემი ილია მეორეს – ღმერთმა თქვენ თავის ანგელოზად მოგავლინათ საქართველოსთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.04.2018 | 2,734 ნახვა

არქიმანდრიტი ეფრემი ღმერთმა თქვენ თავის ანგელოზად მოგავლინათ საქართველოსთვის, თქვენი შრომითა და ღვაწლით მიაღწიეთ იმას, რომ სამღვდელოებაც და ერიც ეკლისიისკენ მობრუნდა, – ასე მიმართა ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამებაში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

არქიმანდრიტ ეფრემის თქმით, ის უკვე მეორედ იმყოფება საქართველოში და ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.

“ჩვენს თვალწინ არის ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძირძველი ტრადიციები აქვს და ბევრი წმინდანი ჰყავს; რომელსაც ბევრი სულიერი საუნჯე აქვს, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ბევრი თავგადასავალი გადახდა და მრავალმხრივ არის დაჩაგრული. თუმცა ამ ქვეყნის პირველ ძალას წარმოადგენს უამრავი წმინდანი, რომელთა სახელებიც ვიცით და რომელთა სახელებიც არ ვიცით. ისინი არიან, ვინც იფარავენ საქართველოს, გონებას უნათებენ ცოცხალ ადამიანებს, თანამედროვეებს და მათაც სურვილი ებადებათ, დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს. გუშინ მოვინახულეთ მშენებარე ტაძარი მახათის მთაზე და ძალიან გაგვიხარდა, რომ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც თქვენი ლოცვა-კურთხევით ცდილობენ, დაუბრუნდნენ თავიანთ ფესვებს. მგონია, რომ ასე დაუბრუნდება საქართველო ძველ დიდებას”, – განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.

მისი თქმით, დღეს ეკლესიას დიდი ძალა აქვს საქართველოში და შთააგონებს ხალხს სულიერი ცხოვრებით იცხოვრონ. “თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ქართველების გულში პირველ ადგილს იკავებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზნად არასდროს დაგისახავთ. და როგორც პირად შეხვედრაზეც მოგახსენეთ, მხოლოდ საპატრიარქოშიც რომ ხართ და ხალხმა იცის, რომ იქ ხართ, წარმოადგენთ მადლის, ძალისა და შთაგონების წყაროს ადამიანებისთვის. ყოველთვის ვლოცულობთ, რომ ჩვენმა ქართველმა ძმებმა არ დაივწყონ, რომ პირველი ძალა და საუნჯე საქართველოში არის მართლმადიდებელი სარწმუნოება. ათონელი მამები დიდ პატივს გცემენ, ძალიან უყვარხართ და მუდმივად ლოცულობენ თქვენთვის. ღმერთმა თქვენ თავის ანგელოზად მოგავლინათ საქართველოსთვის. თქვენი შრომითა და ღვაწლით მიაღწიეთ იმას, რომ სამღვდელოებაც და ერიც მობრუნდა ეკლისიისკენ”, – განაცხადა ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა.

წყარო: www.karibche.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი