მთავარი » კულტურა

არქეოლოგიური აღმოჩენა ვარძიაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2015 | 2,744 ნახვა

ვარძია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ვარძიის გადარჩენისა და განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაში შევიდა. ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად განახლდა ვარძიის ფართომასშტაბიანი კვლევითი სამუშაოები.

ვარძიაში არქეოლოგებმა ორი ახალი იარუსი და მასში განთავსებული 10 ახალი ქვაბული გამოავლინეს.

ქვაბულებიდან ორი დარბაზული ტიპისაა, რომლებიც, სავარაუდოდ, საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა. ერთ-ერთში უძველესი თონის ნაშთებიცაა ნაპოვნი.

მიკვლეულია უძველესი სათავსოები და ქვევრები, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოსა და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ.

არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ ქვაბულის კვლევისას აღმოჩენილ მოჭიქულ და მოუჭიქავ კერამიკის ჭურჭელს.

არქეოლოგიური სამუშაოები ვარძიის გადარჩენისა და განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი