მთავარი » კულტურა

აღმოაჩინე თერჯოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.11.2017 | 822 ნახვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით არასამთავრობო ოგანიზაცია თერჯოლა “ხვალინდელი დღის” მიერ შესრულდა პროექტი – “სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში”. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით მოხდა კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლების დამონტაჟება. მანიშნებლები დაიდგა 5 სხვადასხვა ადგილას, ჯამში 6 მიმართულება: კაცხი-ქვაციხე-საზანო-რუფოთის საავტომობილო გზაზე, სოფელ ვარდიგორაში, ჯგილათის გადასახვევთან, სამჭინკას მღვიმის მიმართულებით.

აგრეთვე, კარსტული მღვიმის ჩასასვლელთან. სოფელ მუჯირეთის გადასახვევთან, სოფელ ზედა საზანოში დაიდგა ორმხრივი მანიშნებელი მუჯირეთისა და სამჭინკას მღვიმეების მიმართულებით. მანიშნებელი დაიდგა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას – მდინარე ძუსას ხეობაში, ე.წ. “ქადაგიძის რაფთან”. საფეხმავლო მარშრუტის მანიშნებელი დაიდგა სოფელ მუჯირეთშიც, კარსტული მღვიმის გადასახვევთან.

პროექტის ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მოუთხრო პროექტის მიმდინარეობისას ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში შესრულებული საქმიანობების შესახებ. მდინარე ძუსის ხეობის კარსტული რელიეფი პერსპექტიულია სპელეოტურიზმის განვითარებისათვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსური შემოსავლებისა და ამ დასახლებული პუნქტების პოპულარიზაციისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. 2018 წლიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით იგეგმება კამპანია ,,აღმოაჩინე თერჯოლა“, რომლის დროსაც შეფასდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებული ტურისტული რესურსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.