მთავარი » სხვადასხვა

აღმოაჩინე განახლებული სვანეთი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.02.2011 ერთი კომენტარი | 4,165 ნახვა

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ამ უმშვენიერეს მხარეში წელს პირველად ტურისტებსა და არა მარტო მათ საშუალება ეძლევათ გაფრინდნენ და დაისვენონ ახალ უნიკალურ სათხილამურო კურორტზე, ისრიალონ მესტიაში, დააგემოვნონ სვანური სამზარეულო და მოინახულონ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები.

მაია სიდამონიძესვანეთზე, როგორც ტურისტულ რეგიონზე, გვესაუბრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე.

რას სთავაზობს სვანეთი ტურისტებს?

ტურიზმის არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, სვანეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია და ტურისტებს სთავაზობს არაჩვეულებრივ ბუნებას. მესტიაში ჩასულები აღმოჩნდებიან უშბასა და თეთნულდის მწვერვალების ტყვეობაში. უნიკალურია სვანური კოშკები, რომლებიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე. ერთია, როდესაც შენი თვალით ნახავ სვანეთის ულამაზეს ბუნებას, ეზიარები უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, ხოლო მეორეა მესტიის მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ამ რეგიონისა და ზოგადად საქართველოს უნიკალური საგანძური. როდესაც სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე ვსაუბრობთ, საკმარისია უშგულის ხსენება, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილია. უშგული საქართველოს სავიზიტო ბარათია. სვანეთის ერთ-ერთი ძირითადი მიმზიდველობა ადგილობრივი ტრადიციები, ფოლკლორი და სამზარეულოა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მესტიამ შეიძინა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია – ახალი სამთო-სათხილამურო ცენტრი. მესტიის სათხილამურო ცენტრის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ სათხილამუროდ ჩასულ ტურისტებს მრავალფეროვანი გარემო დახვდებათ.

რამდენად პოპულარულია სვანეთი, როგორც ტურისტული რეგიონი?

საქართველოში ჩამომსვლელი უცხოელი ტურისტების, განსაკუთრებით ორგანიზებული ტურისტების დიდი ნაწილი სტუმრობს სვანეთს. რეგიონის პოპულარობა საქართველოს მოქალაქეებს შორისაც ყოველდღიურად იზრდება. ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ დღის წესრიგში დააყენა საკითხი, სვანეთში ჩამსვლელებისათვის გაიოლებულიყო ტრანსპორტირება. შესაბამისად, დაიწყო ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც თითქმის ორჯერ შეამცირებს მესტიაში მგზავრობის ხანგრძლივობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო წელს მესტიაში აეროპორტის მშენებლობა. რეისები ყოველდღიურად სრულდება.

სვანეთი

რამდენი ტურისტი იყო 2010 წლის მონაცემებით სვანეთში?

2010 წელს სვანეთში 20000-მდე შიდა და უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად გაიზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით გასულ წელს შეინიშნებოდა ებრაელი ტურისტების სიმრავლე და დიდი დაინტერესებაა უკრაინის ბაზარზე.

სამომავლო გეგმები სვანეთში ტურიზმის განვითარების მხრივ.
დაგეგმილია კომპლესქურად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ, გაკეთდება რამდენიმე ახალი სათხილამურო ტრასა, ახალი საავტომობილო გზა და ა.შ.

აღმოვაჩინოთ განახლებული სვანეთი და დავისვენოთ სასიამოვნო გარემოში.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი