მთავარი » ქრისტიანობა

აღდგომა ბათუმში – 2014

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2014 | 1,350 ნახვა

20 აპრილს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებელი მრევლი ლოცვითა და გალობით, ღამისთევის მსახურებით შეეგება.

მეუფე დიმიტრიბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურება 23:00 საათზე დაიწყო.

-ქრისტე აღდგა!
-ჭეშმარიტად აღდგა! – ამ სიტყვებით მორწმუნეებმა ერთმანეთს ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახარეს.

საღვთო მსახურება ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.

მეუფე დიმიტრიმ აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი რწმენაში გაძლიერება უსურვა.

საზეიმო წირვა-ლოცვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირებიც დაესწრნენ.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დილამდე გაგრძელდა, თუმცა ამის მიუხედავად მორწმუნეებს დაღლა არ ეტყობოდათ და სიხარულით ულოცავდნენ ერთმანეთს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

სასიხარულოა, რომ აღდგომის დღესასწაულმა საზეიმო განწყობა მრავალი ადამიანის ოჯახში შეიტანა.

სოფო მაკარაძე

აღდგომა ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში

აღდგომა ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში

სანთელი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი