მთავარი » კულტურა

არდაშენის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2015 | 1,876 ნახვა

არდაშენი – ისტორიული ლაზეთის ერთ-ერთი ლამაზი ქალაქი მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საზღვართან ახლოს. არდაშენის ეკლესია ზღვის ნაპირიდან 250-300 მეტრშია, ამაღლებულ ადგილას. საკმაოდ დიდი ეკლესია უნდა ყოფილიყო. დასავლეთის კედელის გარდა ყველა კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, ზოგი დიდი – ნაწილი, ზოგი-მცირე. ეკლესიის კედლები ზღვის დიდი ქვებისგანაა მოპირკეთებული, ქვების ნაპირი სწორადაა ჩამოთლილი და ტაძარს ძალიან უცხო და ლამაზ იერს სძენს.

არდაშენის ეკლესია

ადგილობრივებმა, ძირითადად ლაზები სახლობენ, თითქმის არაფერი იციან ამ ტაძრის შესახებ. იხსენებენ, რომ ძველებისაგან ვიცით, ამ ეკლესიას საიდუმლო გვირაბით გასასვლელი აქვს, რომელიც ძალიან დიდ მანძილზე მიდისო.

არდაშენშიც, ისევე როგორც თურქეთის სხვა მხარეში, ადგილობრივ მუსლიმებს დიდი სურვილი აქვთ ამ ტაძრების აღდგენისა და რესტავრაციის, რადგან მუზეუმი თუ გვექნება, ტურისტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი საცხოვრებელი ადგილიო.

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი