მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+744) და ლუარსაბი (+1622)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2019 | 1,844 ნახვა

ახ. სტილით 4 ივლისი, ხსენება – წმ. დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622)

არჩილი და ლუარსაბი ტროპარი: სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნე იგი ცრუ სჯულთა განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურება, და დაიკალ მისთვის, რომელი ჩუენთვის დაიკლა ჯვარსა ზედა, და მეფობისა წილ საწუთოსა იშვებ საუკუნოდ განღმრთობილი. არჩილ, სამგზის სანატრელო მეფეო, მეოხ გვეყავ სულთა ჩუენთათვის.

ტროპარი: იშვებდ დღეს ქვეყანა ქართველთა დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისასა, რამეთუ ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრე სუფევისა მოიგო. მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.

კონდაკი: აწ განსხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ სორის დაითხია სისხლი, მრჩობლ მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდვა სული თვისი ერისთვის, მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წიდისა სამებისა იხარებს, და მეოხ არს დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

კონდაკი: ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ აღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

…..

წმიდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა.

არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით ააოხრა და მიწასთან გაასწორა ქართლი, ხოლო არჩილ მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც ვერ დაითანხმეს და მოწამეობრივი სიკვდილი არგუნდა ბედმა. წმინდანმა ილოცა და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს. ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმინდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 744 წელს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო. შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი, ლუარსაბი კი სპასეთში წაიყვანა და რადგან სჯულის შეცვლაზე ვერ დაითანხმა, წამებით სიკვდილი დაუდგინა. ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმინდა მოწამის დაუფვლელ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმინდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. ეს მოხდა 1622 წელს.

წმიდა არჩილსა და ლუარსაბს ათასი წელი აშორებს ერთმანეთისაგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.