მთავარი » ქრისტიანობა

” არაფერია სიმშვიდეზე მძლავრი…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.09.2018 | 1,777 ნახვა

იოანე ოქროპირი “ღამით ახლო მანძილიდანაც კი ხშირად ვერ ვცნობთ ერთმანეთს, დღისით კი შორიდანვე გამოვარჩევთ ნაცნობს – ჩვეულებრივ იგივე ხდება მტრობის დროსაც: სანამ ჩვენს შორის არის სიძულვილი, მეტოქის ხმაც სხვაგვარად გვესმის, მის სახესაც მიკერძოებით შევყურებთ. როგორც კი გულისწყრომას გვერდზე გადავდებთ, ხმაც – მანამდე საძულველი და საძაგელი – ხავერდოვნად და ფრიად სასიამოვნოდ ჩაგვესმის; და სახეც – მანამდე ასევე საძულველი და უშნო – მიმზიდველი და სანდომიანი გვგონია. იგივე ხდება ავდარიან ამინდშიც: მოქუფრული ღრუბლები ზეციურ სილამაზის ხილვის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ, თუნდაც ძალზე მახვილი თვალი გვქონდეს, ეს ბრწყინვალება ჩვენი თვალთახედვის მიღმა რჩება. სამაგიეროდ როდესაც ღრუბლები გაირღვევა და მათ შორის გამოაღწევს სხივები, მზეც გამოჩნდება და მისი სითბო ისევ გვაგრძნობინებს ცის მშვენიერებას. ასე გვემართება ჩვენც მრისხანების წუთებში: მტრობა, ვითარცა მკვრივი ღრუბელი, თვალებზე აგვეფარება, ყურებს დაგვიხშობს და მის გამო სხვაგვარად გვესმის ხმებიც და სხვაგვარად ვხედავთ სხვებსაც, მაგრამ როცა კაცი ბრძნულად მოიქცევა, ზურგს აქცევს მტრობას და გაფანტავს განსაცდლის ღრუბელს, ყველაფერს მიუკერძოებლად დაინახავს და მოისმენს. მაშასადამე, იმაზე კი არ იზრუნო, როგორ იძიო შური მტერზე, არამედ – როგორ განკურნო იგი და დაუბრუნო სიმშვიდე. მანამდე ნუ შეწყვეტ მცდელობასა და საუბარს, სანამ შენი სიმშვიდით არ დაძლევ მის სისასტიკეს. რადგან არაფერია სიმშვიდეზე მძლავრი. ამასვე გულისხმობდა ის, ვინც თქვა: რბილი ენა ძვალს შემუსრავს (იგავ. 25, 15). რა არის ძვალზე მტკიცე? აი, ასეთ მტკიცე და უდრეკ კაცსაც კი იოლად დაიმორჩილებს ის, ვინც მშვიდათ მოეპყრობა მას.”

წმ. იოანე ოქროპირი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი