მთავარი » ქრისტიანობა

“არ შეიძლება გწამდეს და ეს გარეგნული მოქმედებით არ გამოაჩინო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.12.2021 | 281 ნახვა

“ვინც ამბობს, „მე ჩემი რწმენა სულში მაქვსო“, – ხშირად ისეთ ჩამქრალი თვალებით იტყვის, ძნელია დაიჯერო, რომ ოდესმე განეცადოს ღვთისკენ სწრაფვა.

არ შეიძლება გიყვარდეს და შენი სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ მცირეოდენი მოძრაობით მაინც არ გამოამჟღავნო. ასევე არ შეიძლება გწამდეს და ეს გარეგნული მოქმედებით არ გამოაჩინო. ვარდი, რომელსაც საყვარელ ადამიანს ჩუქნიან, თავისთავად მას არ სჭირდება. ეს ყვავილი მისთვის ძვირფასია არა სილამაზით, არამედ იმ ანარეკლით, რომელიც დადო მასზე მჩუქებლის სიყვარულმა.

ნაყიდი ყვავილები და ნაჩუქარი ყვავილები სხვადასხვანაირად აცოცხლებენ ოთახს.

თუ კაცი ამტკიცებს, რომ ვიღაც უყვარს, მაგრამ არაფერს აკეთებს ამ სიყვარულისათვის, არ ცდილობს შეხვედრას, არაფერს ჩუქნის, მასთან ურთიერთობისათვის დროს არ გამოყოფს, არაფერს შესწირავს -ესე იგი, ის მარტოოდენ ტრაბახობს შეყვარებულით მეგობრებთან -არავიზე ნაკლები არ ვარ, მეც მყავს შეყვარებულიო.

ამიტომაც მან, ვინც ამტკიცებს, ღმერთი ჩემს სულშიაო, უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა გააკეთა იმისთვის, რომ განეწმინდა თავისი სული ასეთი საკვირველი მასპინძლობისთვის, როგორ და რა სახელით მოუწოდა უფალს, როგორ ინახავს უფალს საკუთარ სულში, რა შეიცვალა მასში ასეთი შეხვედრის მერე, შეიყვარა კი ის, ვისაც შეხვდა და რას აკეთებს ამ სიყვარულისთვის. ”

დიაკონი ანდრეი კურაევი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი