მთავარი » ქრისტიანობა

“არ დაუჯეროთ არც ერთ რჩევას, რომელიც გიკრძალავთ ფიქრს და აზროვნებას”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2018 | 1,040 ნახვა

ჯვარცმა “ვართ მართლმადიდებლები?
მოვისმინოთ, რას გვასწავლის მართლმადიდებლი მოძღვრება:

გონება იგივეა კაცის სულისთვის, რაც თვალებია მისი სხეულისთვის. თვალით ხედავს კაცი მატერიალურ სამყაროს, ხოლო გონებით – სულიერს. ამიტომ, თუ ადამიანის გონება ცოცხალია, ნათელია და სუფთაა, სულიერადაც ცოცხლობს იგი და პირიქით, თუ კაცის გონება განუვითარებელია, ბნელია და დაბინდული, ფუჭად ჰგონია, რომ სულიერად ცხოვრობს, თუნდაც ზედმიწევნით ასრულებდეს საეკლესიო წესებს.

ჩვენი სულისთვის თვალების ადგილი უკავია გონებას. თუ გონება საღი თვალივით ჯანსაღია და მახვილი, სულიერად წარმატებით ცოცხლობს ადამიანი.

ამას გვასწავლის მართლმადიდებლობა და არ დაუჯეროთ არცერთ რჩევას, რომელიც გიკრძალავთ ფიქრს და აზროვნებას. აზროვნება აცოცხლებს გონებას. ასე რომ არ იყოს, საკურთხევლის უწმინდეს და მთავარ ადგილას – წმინდა ტრაპეზზე, არ იდებოდა წიგნი.

– ქრისტეს სიტყვები მათეს სახარებიდან, თავი 6,22-23: “სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც.” – დეკანოზი თამაზ ლომიძე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.