მთავარი » კულტურა

ანსამბლ “კაფდაღის” კონცერტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2011 | 1,946 ნახვა

ანსამბლ 25 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ფოლკლორული ანსამბლი “კაფდაღი” – “კავკასიის მთის” კონცერტი გაიმართა.

ანსამბლი “კაფდაღი” – “კავკასიის მთა” სტამბოლში მოქმედი ერთადერთი ქართული ჯგუფია, რომელმაც 2004 წელს დაიწყო აქტიური მოღვაწეობა. მის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოღვაწეს, ქართული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში განუზომელი წვლილის მქონე პიროვნებას, ახმედ მელაშვილს – ადამიანს, რომელსაც დამსახურებისათვის, თურქეთში მყოფ ქართველობამ “მეოცე საუკუნის თურქეთელ ქართველთა ილია ჭავჭავაძე” უწოდა.

ანსამბლი მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლობითაა დაკომპლექტებული და მისი ხელმძღვანელი ახმედ მელაშვილის ვაჟი, იბერია მელაშვილი გახლავთ.

გააცნობიერეს რა ეთნიკური ასიმილაციის საფრთხე, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებმა ქართული იდენტობის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის დაიწყეს ბრძოლა. შეიქმნა ქართული დედაენა და ჟურნალი “ჩვენებურები”. ამ მოძრაობას სათავეში სწორედ ანსამბლ “კაფდაღი – კავკასიური მთის” ხელმძღვანელის, იბერია მელაშვილის მამა, ახმედ მელაშვილი ედგა სათავეში. ახმედ მელაშვილს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა თურქეთში მცხოვრებ ქართველებში – აქტიურად ცდილობდა მათში ეროვნული ღირსებების გრძნობის გაღვივებას, რის გამოც 1980 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს. თავდასხმისას დაჭრეს მისი ვაჟიც, თუმცა, საბედნიეროდ, იბერია მელაშვილი სიკვდილს გადაურჩა.

არქიმანდრიტი ადამ ახალაძე: “3-4 საუკუნე საკმარისია იმისათვის, რომ არათუ რომელიმე ერი, არამედ სამშობლოს მოწყვეტილი ეთნოსი სადმე ადვილად მიეცეს დავიწყებას, ან თვითონ დაივიწყოს თავისი ფესვები.

ჩვენ დღეს მოწმე ვართ იმისი, რომ ქართულმა სულმა, ქართულმა სისხლმა, ქართულმა გულმა გამოიარა სამი და ოთხი საუკუნე ისე, რომ მოკრიბა ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ ხნის განმავლობაში მას შეხვდა, რაც ახსოვდა მის აზროვნებას, სულს და გულს.

ძალიან ადვილია დღეს ვთქვათ და შევაფასოთ რაც მოვისმინეთ. ადვილია, მაგრამ ამასთან, ძალიან ძნელიც, იმიტომ, რომ ყველაფერ ამის უკან დგას ჩვენი ისტორია. ისტორია, რომელიც არ გახლავთ სწორხაზოვანი. უბედურების განცდა – ეს უფრო მეტია ჩვენთვის. ეს ყოველ წამიერი და ყოველ წუთიერი ბრძოლა არსებობისათვის, იმის გადარჩენისათვის, რაც ჩვენ კი არ მოვიპოვეთ, ღმერთმა მოგვცა და ყველაფერი ეს, ჩვენ ასევე ხელუხლებლად უნდა მივუტანოთ უფალს. და ამის მაგალითი მოგვცეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდათ. უჭირდათ იმიტომ, რომ როცა სწყუროდათ ქართული წყალი არ შეეძლოთ ესვათ, მოცყვეტილი იყო ამ საშუალებას. უჭირდა იმიტომ, რომ სხვა მიწა ქართულ მიწად იქცია, მაგრამ ეს მაინ ცარ იყო საქართველოდან წაღებული მიწა.

რაც თქვენ აქ მოისმინეთ 1975 წელს დაიწყო. ბევრი თქვენთაგანი დაბადებულიც კი არ იყო ამ დროს. ჩვენ ხშირად სხვადასხვანაირად ვიხსენებთ ამ დროს… ზოგს კარგად ახსენდება, ზოგს ცუდად, სუბიექტურად ან ობიექტურად. მაგრამ, ეს ის დრო იყო, როდესაც ჩვენი ერისათვის სრულიად დახურული იყო ერის ბედნიერების კარი. ჩვენ არა უბრალდო ორად ვიყავით გაყოფილნი, არამედ ამ გაყოფის შესახებ არაფერი ვიცოდით. ჩვენ ცოტა რამ შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ის, რომ საზღვარს იქეთ იყო ამხელა საქართვეო, ისევე ძგერდა ქართული გული, ჩქეფდა ქართული სისხლი, როგორც აქ, ჩვენთან და ჩვენ ამაზე არ ვფიქრობდით.

დღეს ახალ მომავალს ეყრება საფუძველი და ეს ის ჰანგები და მუსიკა გახლავთ, რონელიც იღვრებოდა დღეს ამ სცენიდან.

დღეს ღმერთი ლოცავს ქართველთა ერთობას, ჩვენს ერთ ხმად აჟღერებულ მრავალხმიანობას. მე მეჯერა, დღეს დედა ღვთისმსობელი ლოცავს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის და ახმედ მელაშვილის საქართველოს.

გაგახსენებთ იმ სიტყვებს, რომლებიც ჩვენს სულიერ მამას, კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ეკუთვნის: ქართველნო ერთად ღვთისაკენ!”

ანსამბლი “კაფდაღი” – “კავკასიის მთის” კონცერტი, თბილისში, სტამბოლში მოქმედი “ქართული ხელოვნების სახლის” ინიციატივით, საქართელოს საპატრიარქოს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და კომპანია “ნიკორას” ფინანსური დახმარებით გაიმართა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი