მთავარი » კონკურსი

ანი დაუშვილი – ”ჩემი სკოლა”- სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.12.2014 | 1,062 ნახვა

არდადეგების დროს ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დაიწყება სასწავლო წელი, რომ მივიდე ჩემს სკოლაში, ვნახო მეგობრები და საყვარელი მასწავლებლები. ანი დაუშვილი ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, მომწონს, როდესაც ვატარებთ ჯგუფურ სამუშაოებს, მიყვარს, როდესაც მათემატიკის მასწავლებელი ახალ მასალას ხსნის. ძალიან საინტერესოა ხელოვნების გაკვეთილები: პირველად ვხსნით ახალ მასალას და ამ მასალას კლასშივე ვსწავლობთ, ხოლო შემდეგ ვხატავთ. ძალიან მიყვარს ი.ს.ტ.-ის გაკვეთილი, როდესაც ჩავდივართ ი.ს.ტ.-ის ლაბორატორიაში და სხვადასხვა სახალისო დავალებებს ვასრულებთ. ბევრ სიახლეს ვიძენ ქართულის გაკვეთილებზე, რადგან ახალ მწერლებს ვეცნობით და ამავე მწერლის მოთხრობას ან ლექსს ვსწავლობთ. მიყვარს ისტორიის გაკვეთილი, რადგან ყოველდე ისტორიული წარსულის საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მასწავლებელი. როგორც ყველა ბავშვს, მეც ძალიან მიყვარს სპორტის გაკვეთილი, როდესაც ორი ჯგუფი ერთმანეთს ეჯიბრება, ვხარჯავთ მოზღვავებულ ენერგიას და უფრო ხალისიანი ხდება დღე. ბუნების გაკვეთილებზე ლაბორატორიაში შევდივართ და სხვადასხვა ცდებს ვატარებთ. 136 სკოლა მიყვარს ინგლისური, რადგან ვსწავლობთ უცხო ენას, რომელიც ყველგან გამოგვადგება. ასევე საინტერესოა მუსიკის გაკვეთილები, სადაც ვიღებთ სხვადასხვა კომპოზიტორზე ინფორმაციას და ვსწავლობთ მუსიკალურ ნაწარმოებებს, ასევე ვსწავლობთ ნოტებს. ძალიან მიყვარს კლასის საათი, რომელზეც კლასის ხელმძღვანელთან, ქეთინო ყურაშვილთან, ერთად განვიხილავთ სხვდასხვა საინტერესო თემას.

ძალიან მომწონს ჩემი დირექტორი ელზა ბადაშვილი. იგი მკაცრად გვთხოვს თეთრი პერანგებით სიარულს, რაც, ჩემი აზრით, უფრო ალამაზებს მოსწავლეს. ძალიან მომწონს ჩემი კლასი და ასევე სხვა კლასები. ჩემი სკოლა ძალიან ლამაზია, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ახლა გარეთ ბილიკებს აგებენ, ახალ სკამებს დგამენ და ეზო უფრო კეთილმოწყობილი გახდება.

მე ჩემს სკოლაში არაფერს არ შევცვლიდი, დავტოვებდი ისეთივე ლამაზს, როგორიც ახლა არის. ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ წიგნები ძალიან მძიმეა და მიჭირს ჩანთის ტარება.

ანი დაუშვილი 11 წლის
VI კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი