მთავარი » ქრისტიანობა

“სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.11.2019 | 698 ნახვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაუშვებლად მიიჩნევს წმინდა სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას. ის მეუფე პეტრეს იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ სინოდის მომდევნო სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.

„სინოდის სხდომა არის შიდა საეკლესიო საკითხების განხილვა. ძალიან ხშირად საეკლესიო თემების გარჩევა საჯარო სივრცეში იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობას. ეკლესიური აზროვნება არ არის მსგავსი იმისი, რასაც მიჩვეული ვართ ზოგადად ერში და რას ვგულისხმობ – გასაგები არის თუ არა ყველასთვის, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი წმინდანების წამებას და სიკვდილის დღეებს. ეს ლოგიკური და გასაგები არის?! ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის მიძინებას, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას. ჩვენ სხვა აზროვნებაში ვართ და ამიტომ შიდა საეკლესიო საკითხების გამოტანა საჯარო სივრცეში, სადაც ამ თემებზე იმსჯელებს ხალხი, ვისაც საერთოდ არ აქვს ეკლესიური აზროვნება და არ არიან ეკლესიის წევრები, იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობებს, ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ეკლესიაში ახლა სიმშვიდეა და საჭიროა „არაკომპეტენტურმა ხალხმა თავი შეიკავოს ინტერპრეტაციებისგან იმისა, რაც ხდება ეკლესიაში”. დეკანოზი არ ეთანხმება მეუფე პეტრეს შეფასებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი პატრიარქთან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება იყო.

„გუშინ უამრავი ხალხი იყო პატრიარქთან მოსული. არანაირ არჩევნებთან არ იყო დაკავშირებული იმ ხალხის მოსვლა იქ. ჩვეულებრივი თანადგომა იყო, ისე როგორც მთელმა საქართველომ გამოუცხადა პატრიარქს”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი