მთავარი » ეკლესია-მონასტრები, კულტურა, ქრისტიანობა

ანჩისხატის ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.08.2019 | 88 ნახვა

მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ანჩისხატის ტაძრის ინტერიერზე საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. ქვის საკონსერვაციო სამუშაოები ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, სტეფანო ვოლტამ დაათვალიერა და სამუშაოების ტექნოლოგიაზე საკუთარი მოსაზრებები ახალგაზრდა რესტავრატორებს გაუზიარა.

სტეფანო ვოლტა საქართველოსთან 10 წელია, თანამაშრომლობს და ანჩისხატის გარდა, სამუშაოები მისი მეთვალყურეობის ქვეშ წლებია, მიმდინარეობს მეტეხის, გელათის, ჯვრის მონასტრის, ნიკორწმინდისა და სვეტიცხოვლის ტაძრებში.

სტეფანო ვოლტა საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ანჩისხატის კედლებზე წარმოქმნილი მარილებია.

„რესტავრატორებს უწევთ ფრაგმენტების მოხსნა. მარილები ფენებშია ჩასული. ვხსნით მათ, ვასუფთავებთ და შემდეგ ისევ ვაბრუნებთ. ასევე აქ პრობლემას წარმოადგენს სახურავიდან ჩამოსული წყალი, დანესტიანებული კედლები და გაუმართავი სადრენაჟო სისტემა“, – განაცხადა ვოლტამ.

სამუშაოები ანჩისხატის ტაძარში სამხრეთ ნაწილში მდებარე კედლით დაიწყო. უძველეს ტაძარში ხარაჩოა აღმართული და სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის ჯგუფის სტუდენტები და სპეციალისტები ცდილობენ სპეციალური ხსნარებითა და საგანგებოდ შერჩეული მეთოდოლოგიით ანჩისხატის ტაძრის კედლებს ავთენტური სახე შეუნარჩუნონ.

უძველეს ტაძარს რესტავრაცია გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაუტარდა. თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლზე მე-19 საუკუნეში კედლების, გვერდითი ნავებისა და მათი გადახურვის დადაბლება 2014 წელს დაიწყო.

ანჩისხატის ინტერიერის სრული კონსერვაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად შემოდგომის ბოლომდე გაგრძელდება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.