მთავარი » კონკურსი

ანა სირუნიანი – “ჩემი სკოლა” – თბილისის №104 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 | 2,084 ნახვა

თბილისის ერთ- ერთ ძველ ცენტრალურ უბანში მდებარეობს სკოლა. სკოლა ჩემთვის მეორე სახლია, აქ დიდ დროს ვატარებ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ჩემი სკოლის ირგვლივ ინფრასტრუქტურა კარგად არის მოწყობილი, თვითონ სკოლის შენობაც ძალიან ლამაზია , კარგად ერწყმის ირგვლივ მდებარე ისტორიულ შენობებს.

75 წელია სკოლა არსებობს , უწინ ამ შენობაში ტაძარი ყოფილა კარგი ბაღით, რომელიც მტკვრის სანაპირომდე გრძელდებოდა. ამ ტაძარს დიდი მრევლი ჰყოლია. ამას მოწმობს ის ისტორიული ფაქტი, რომ მრავალი გამოჩენილი ადამიანი ყოფილა აქ დაკრძალული. სამწუხაროდ, ბაღის ადგილზე თანდათან გაჩნდა სახლები.

მოგვიანებით, ტაძარი გადააკეთეს დაწყებით სკოლად, რომელსაც მე-80 სკოლა ეწოდებოდა და ფუნქციონირებდა მხოლოდ ოთხი კლასი, მოგვიანებით გადაკეთდა- შვიდკლასიანად.

104-ე სკოლა

მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლა გადაკეთდა ჰოსპიტლად. აქ მკურნალობდნენ დაჭრილ ჯარისკაცებს. ომის დამთავრების შემდეგ შენობაში ჩამოყალიბდა 36-ე ქალთა გიმნაზია. გიმნაზიის გაუქმების შემდეგ დაარსდა 104-ე საჯარო სკოლა.

ამ სკოლის პირველი დირექტორი იყო მელიქიანი. ამის შემდეგ მრავალი დირექტორი შეიცვალა, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის გაჯანსაღებაში.

ამჟამად, ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინა ჟამკოჩიანია. იგი ძალას არ იშურებს ჩვენი სრულფასოვანი მოქალაქეების აღზრდისათვის.

სკოლა ეს არის დაწესებულება, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ყველაფერს კარგს მასწავლებლებისაგან.
სკოლის სახელით ვმონაწილეობთ ოლიმპიადებში , სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში, მიღებული გვაქვს მრავალი სიგელი. ფუნქციონირებს სკოლის თვითმართველობა, რომლის აქტიური წევრი ვარ.

ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული სტუდია, სადაც ვეუფლებით სომხურ ხალხურ ცეკვებს.

ჩვენს სკოლაში ქალბატონი ირინას მეთაურობით საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას, შეხვედრას ვუწყობთ საინტერესო ადამიანებს, სკოლის წამყვანი მოსწავლეები კითხულობენ ლექსებს და ნარკვევებს მათი ცხოვრებიდან.

სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც მრავალი წიგნია, რომლებიც გვეხმარება სწავლა- განათლების გაღრმავებაში, რომ არა წიგნსაცავში დაცული ჩვენი სკოლის ისტორია, მე გამიჭირდებოდა ამ თემის დაწერა.
სკოლაში ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური, რომლებიც მეგობრულ ურთიერთობაში არიან მოსწავლეებთან.

გვყავს მოსწავლეებზე ორენტირებული მასწავლებლები, რომლებიც თავს არ ზოგავენ ჩვენი სათანადო განათლების მიცემისათვის. გვეხმარებიან, რომ მომავალში ღირსეულად დავიმკვიდროთ თავი არსებულ საზოგადოებაში.

მე ვამაყობ ჩემი სკოლით. 104-ე საჯარო სკოლა უძლიერესია სკოლებს შორის.

ანა სირუნიანი
მე–10 კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი