მთავარი » ჩემი სკოლა

ანა ოგანესიანი – “ჩემი სკოლა”- თბილისის 104-ე საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.01.2015 | 1,811 ნახვა

სკოლა არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.

ეს დებულება იდეალურია, რომელსაც წესით, ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ.

ჩემთვის სკოლა მეორე სახლია, ძალიან კარგი ადგილი, სადაც ვარ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მითუმეტეს ,რომ ჩემი სკოლა ჩემი სკოლაერთადერთი სომხური სკოლაა თბილისში. აქაურობა გამორჩეულია, რადგან უბანი ცენტრალურია, კურთხეული ადგილია, ღვთის მადლი ტრიალებს და ამ სიკეთის ღირსი ჩვენ უნდა გავხდეთ.

ძალიან მიყვარს ჩემი კეთილმოსურნე მასწავლებლები, ამხანაგები, მეგობრები და სკოლის ადმინისტრაციაც . სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებულად მოღვაწეობენ. დღესაც ჩემს სკოლას აქვს მნიშველოვანი წარმატებები. მე მომწონს და ვამაყობ ჩემი სკოლის მიღწევებით.

იგი ჩემი მეორე ოჯახია, სადაც სკოლის მართვის დემოკრატიული სტილი და პოზიტიური სასწავლო გარემოა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ ამის გამო, ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ცხოვრების ფართო გზაზე მომზადებულნი გავიდნენ.

სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას აცოცხლებს და ახალისებს სინტერესო ისტორიული პროექტ-გაკვეთილები, პრეზენტაციები, ღია გაკვეთილები, სპორტული შეჯიბრებები, სასწავლო ექსკურსიები, მუსიკალური ღონისძიებები…
თვითმმართველობა ზრუნავს მოსწავლეთა პრობლემებზე, რომლებიც მათ სკოლაში აწუხებთ და ამ პრობლემების მოგვარების მიზნით ვამზადებთ წინადადებებს სამეურვეო საბჭოში და სკოლის ადმინისტრაციაში. ჩვენ ვამბობთ,
რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოების შენების საქმეში.

წელს ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე საინტერესო პროექტი,პრეზენტაციები, ღია გაკვეთილები, სპორტული შეჯიბრებები, სასწავლო ექსკურსიები, მუსიკალური ღონისძიებები და საახალწლო კრეატიული და საინტერესო კონკურსები.სკოლაში კარგი ატმოსფეროა.იnფრასტუქტურა გაჯანსაღებულია.მოსწავლებს სწავლისთვის სათანადო პირობები გვაქვს.

სკოლამ მასწავლა წერა, კითხვა, ზრდილობა, პატიოსნება, ავის და კარგის გარჩევა.
თბილისის 104-ე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. ქალბატონი ირინა ჯამკოციანი იცნობდეთ! „ყოველი მხრიდან“ გაიგებთ, რომ დირექტორი ერუდირებული, შრომისმოყვარე, ენერგიული ხელმძღვანელია. მასში, მე, როგორც მოსწავლე, ჩემი სკოლის კარგი მომავალი დავინახე.მისი სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე დატვირთულია და შრომატევადია, მაგრამ ეს არ არის მისთვის მძიმე ტვირთი . არის ბევრი კარგი წამოწყების ინიციატორია, ყოველ ახალ სასწავლო წელს ცდილობს გაალამაზოს და სასიამოვნო სასწავლო გარემო შექმნას მოსწავლე ახალგაზრდობისათვის. სწორედ მისი აქტიური საქმიანობის შედეგია ის, რომ გარემონტდა სკოლა, აღიჭურვა სათანადო ავეჯით.მოწესრიგდა სკოლის ეზო და სააქტო დარბაზი.

დროის უმეტეს ნაწილს სკოლაში ვატარებ. აქ ვსწავლობთ ლიტერატურას, ვეცნობით სიახლეებს .სკოლა აღჭურვილია ტექნიკით. სკოლაში დადგმული ფოტოკამერა ხელს არ გვიშლის სასკოლო დისციპლინის გამკაცრება აუცელებელია, მომავალს კარგ ფერებში ვხედავ. სკოლას ეყოლება განათლებული და ლამაზი თაობა. ლამაზი შენობის კარობჭესთან გვეგებებიან პედაგოგები, სათნო, ღიმილიანი სახით ახალგაზრდა და ახალბედა მასწავლებლები. მათ გამსაკუთრებული სხივი უდგამთ თვალებში. საოცარი კეთილგანწყობაა. ვგრძნობ, რომ აქ ყველა ერთანეთს პატივს სცემს, უფრთხილდება.

სასურველია სკოლაში თუ განახლდება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას თანამედროვე მეთოდოლოგიებით და მოსწავლეებში გაარღმავებს აღნიშნული საგნების სწავლებას.

თითქმის ყველა ერი ვთქვი, მაგრამ მგონია, რომ ბოლომდე მაინც არ მითქვამს თურმე.და რომ დარწმუნდეთ თქვენ თავად ეწვიეთ ჩემს სკოლას , შისუნთქეთ მისი ჰაერი , გაესაბრეთ დირექტორს , პედაგოგებს და თავად დარწმუნდებით.

ანა ოგანესიანი
თბილისის 104-ე საჯარო სკოლა
X კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.