მთავარი » საზოგადოება

გახდი “ამბიონის” რეპორტიორი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.07.2017 ერთი კომენტარი | 5,128 ნახვა

საინტერესო ფაქტები ხდება შენ გარშემო? ხარ მოვლენების ეპიცენტრში? ფიქრობ, რომ მათ შესახებ ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს?

გიყვარს წერა, ფოტო ან ვიდეოგადაღება?

მაშინ ჩვენ თქვენ გელოდებით…

თემატიკა – საზოგადოებრივ – რელიგიური.

ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია

. სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თაბახის გვერდს (შრიფტი: Sylfaen, 12–იანი. მასალას თან უნდა ახლდეს თემატური ფოტო).
. ფოტორეპორტაჟი – (მაქსიმუმ – 20 ფოტო. ფორმატი jpg, png, jpeg)
. ვიდეო (ატვირთეთ ვიდეო www.youtube.com-ზე და გამოგვიგზავნეთ ბმული).

მასალები განთავსდება – www.amboni.ge – ზე

დაინტერესებულმა პირებმა მასალები გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: teo.nozadze@yahoo.com

მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “რეპორტიორის” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე. ის წარმოადგენს მხოლოდ ავტორების თვალით დანახულ ფაქტებსა და მოვლენებს, მათ პირად აზრსა და შეხედულებას.

აკრძალულია ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

აკრძალულია ყველა სახის მასალის გამოქვეყნება, რომელიც არღვევს სხვა ადამიანის საავტორო უფლებებს.
“ამბიონის” რედაქცია იტოვებს უფლებას, თქვენ მიერ გამოგზავნილი ისეთი მასალა არ განათავსოს „რეპორტიორის” რუბრიკაში, რომელიც შეიცავს უცენზურო, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.

    ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე. ადამიანის გამოჩენას მეცნიერება ვარაუდობს 2,5 მლნ წლის წინ. პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წინ წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ენათმეცნიერების მონაცემებით. სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.

    [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ანჩისხატი – VI საუკუნის ქართული ეკლესია თბილისში
    რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია – ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია:ანთროპომორფიზმი, ანიმიზმი და მაგია.

    მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი – განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით. უდიდესი, დახვეწილი რელიგიების – ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმის, ინდუიზმის გვერდით არსებობენ ჩამორჩენილ ტომთა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები, კერპთა თაყვანისცემა, უმარტივესი რიტუალები.

    მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიები (ფრჩხილებში მითითებულია მორწმუნეთა რიცხვი (მლნ. ადამიანი) და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტული წილი).

    ქრისტიანობა (1943, 32,8%)
    კათოლიციზმი (1027)
    პროტესტანტიზმი (316)
    მართლმადიდებლობა (214)
    ანგლიკანიზმი (64)
    სხვა მიმდინარეობები (322)
    ისლამი (1165, 19,6%)
    სუნიზმი (1050)
    შიიზმი (115)
    ინდუიზმი (762, 12,8%)
    ჩინური რელიგიები (359, 6,1%)
    ბუდიზმი (354, 6,0%)
    ეთნიკური რელიგიები (249, 4,2%)
    ათეიზმი (150, 2,5%)

    სხვა რელიგიები და რელიგიური მიმდინარეობები
    ბაჰაიზმი – ბრაჰმანიზმი – ზოროასტრიზმი – იუდაიზმი – კონფუციანელობა – მორმონიზმი – ოომოტო – სინტოიზმი – სიქიზმი – სპირიტიზმი – ტაოიზმი – უონბულიზმი -შამანიზმი -ჯაინიზმი
    წმინდა წიგნები
    ავესტა – ბიბლია – თანახი – ყურანი – ტრიპიტაკა – ვედები
    შვიდი ბრძენი
    მოსე – ლაო-ძი – ბუდა – სოკრატე – კონფუცი – იესო ქრისტე – მუჰამედი
    წმინდა ადგილები
    სიონი – ქააბა – არტემიდას ტაძარი – იერუსალიმის ტაძარი
    წმინდა ენები
    ლათინური ენა – ბერძნული ენა – სანსკრიტი – ებრაული ენა – არამეული ენა – არაბული ენა
    ავტორი ნ.ს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი