მთავარი » საზოგადოება

როგორ გესმით სიტყვა ბულინგი? – “ამბიონის” გამოკითხვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2018 | 354 ნახვა

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად შემოგთავაზებთ გამოკითხვას, რომელიც შეეხება საზოგადოებისათვის ბულინგი აქტუალურ თემებს. ამჯერად, ჩვენი განხილვის თემა იქნება ბულინგი. საორიენტაციო კითხვებია:

1. როგორ გესმით სიტყვა ბულინგი?
2. ვინ არის პასუხისმგებელი?
3. ყოფილხართ თუ არა ბულინგის მომსწრე?
4. როგორ უნდა აღმოიფხრას იგი?
5. სად უნდა ვეძებოთ პრობლემის საწყისები?

გთხოვთ, ამ კითხვებზე თქვენი აზრი დააფიქსიროთ, თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.

თანამედროვე სამყაროს აქტუალური პრობლემაა ბულინგი, მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი. თითოეული ჩვენგანი ან თვითონ არის ბულინგის მსხვერპლი ან მომსწრე მაინც ყოფილა. სიტყვა ბულინგი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან – Bully და ნიშნავს ხულიგანი, მოძალადე. ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. ბულინგი (მობინგი) არის:

• აგრესიული და ნეგატიური ქცევა.

• იგი რეგულარულად ხორციელდება.

• არის განზრახული, მიზანმიმართული აქტიობა.

პრობლემის აქტუალურობის მიუხედავად, არ არის მოგვარებული და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოხატოთ ფოტოს, ვიდეოს, ჩანახატის სახით, რომელსაც შეძლებისდაგვარად, გამოვაქვეყნებთ ჩვენს ჟურნალში.

ველოდებით თქვენგან აქტიურობას!

მოგვწერეთ, ელფოსტა – teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

ქრისტე აღსდგა!