“ამბიონის” შემოქმედებითი ჯგუფის დაჯილდოების ცერემონიალი
“ამბიონის” შემოქმედებითი ჯგუფი მისმა ხელმძღვანელმა მამა დავითმა (დათუაშვილი) პრიზებით დააჯილდოვა. საჩუქრები ნომინაციების მიხედვით გადაეცათ “ამბიონის” ჟურნალისტებს და ტექნიკურ პერსონალს.
ნომინაციები ასე გადანაწილდა:
ყველაზე აქტიურ ჟურნალისტად თეონა ნოზაძე დასახელდა, საინტერესო სტატიად “ხიდჩატეხილობა” გამოვლინდა, რომლის ავტორიც ლიკა ალადაშვილია, საუკეთესო ვიდეოსიუჟეტად კი თეა სულაბერიძის და ალეკო მამგუაშვილის (ოპერატორი) ავტორობით შექმნილი “კიკოსის ღვთისმშობელი” მიიჩნიეს, ყველაზე გუნდურ ჟურნალისტად ქეთი ჭელიძე დასახელდა.
რაც შეეხება სპეციალურ პრიზებს, მამა დავითმა ხატებითა და საეკლესიო ლიტერატურით დააჯილდოვა: გიორგი ბარბაქაძე საიტის დიზაინისთვის და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, ოპერატორი ალეკო მამგუაშვილი და რედაქტორი რუსუდან გიგაშვილი.
სპეციალური პრიზები გადაეცათ აგრეთვე მოწვეულ ჟურნალისტ ნინო ლოლაძეს, ოპერატორ ლევან მაზმიშვილს და ჟურნალისტ თათია ნავროზაშვილს.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
gilocavt. wisvlas da warmatebebs gisurvebt… teo gamaxareee dzalian sheni warmatebit :***
გილოცავთ უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ
გილოცავთ, ძაან მიხარია რო მასე წარმატებულად მუშაობთ,მთელი გულით და სულით.გისურვებ წარმატებებს ყველას.