მთავარი » სხვადასხვა

“ამბიონის” 3 წლის იუბილე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.06.2012 | 3,505 ნახვა

ინტერნეტჟურნალმა “ამბიონმა” წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან არსებულ ანსამბლ “მადლთან” ერთად 3 წლის იუბილე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში აღნიშნა და როგორც პატარებს, ისე საკუთარ თავსაც ერთი დაუვიწყარი, ლამაზი და მხიარული დღე აჩუქა.

დეკანოზი დავით დათუაშვილი (ინტერნჟურნალ “ამბიონის” ხელმძღვანელი): “რადგან ინტერნეტი ასე შემოიჭრა ჩვენი ცხოვრების რიტმში და დამკვიდრდა, როგორც ისეთივე მოვლენა, როგორიცაა ტელევიზორი, გაზეთი, ჟურნალი, გადავწყვიტეთ, რომ ინტერნეტსივრცეში შეგვექმნა ისეთი ინტერნეტჟურნალი, როგორიცაა “ამბიონი”, რომელიც ადამიანებს მიაწვდიდა ინფორმაციას როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი კუთხით. ჩვენ, ყველანი საზოგადოების წევრები ვართ, ამიტომ გვაინტერესებს, რა მიმართება შეიძლება იყოს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის, რას ქადაგებს ეკლესია და რატომ არის საჭირო ეს საზოგადოებისათვის. აი, ამ საჭირბოროტო და პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობს ხოლმე “ამბიონი” და იმდენად მოთხოვნადი გავხდით, რომ დღის განმავლობაში 2500 ადამიანი სტუმრობს ხოლმე ჩვენს საიტს. ისინი ძალიან დიდი მადლიერების გრძნობით აღნიშნავენ იმას, რომ ჩვენმა ინტერნეტჟურნალმა მათ მიაწოდა საინტერესო და მათთვის სასარგებლო ინფორმაცია.

ამბიონი ბავშვთა სახლში

დღეს ჩვენი “ამბიონი” სამი წლის გახდა. ჯერ პატარაა, ახალფეხადგმული და მოტიტინე ბავშვის მდგომარეობაშია, მაგრამ დიდი ინტერესი და ჩანაფიქრი გაგვაჩნია იმისა, რომ გავზარდოთ, მნიშვნელოვანი გავხადოთ და საზოგადოებას უფრო ობიექტური და ღირებული ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ამით ადამიანებმა მიიღონ სულიერი საკვები. მარტო ხორციელი საკვების მიღება საკმარისი არ არის. როცა ადამიანი სულიერებაზე ფიქრობს და ცდილობს, გაკეთილშობილდეს, ამაღლდეს თავის ცოდვებზე, აუცილებლად უნდა იღვაწოს განვითარებისათვის.

სულიერ განვითარებას ხელს უწყობს როგორც თქვენი მასწავლებლები, ასევე ეკლესია, რომელიც მუდმივად ქადაგებს: ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ცუდს ნუ გააკეთებ, ადამიანების მიმართ იყავი მიმტევებელი, ნუ იქნები აგრესიული, იყავი თბილი და მოსიყვარულე. ამას, რა თქმა უნდა, უნდა მოუსმინო, ყური დაუგდო და შემდეგ ცხოვრებაში განახორციელო. ამ ყველაფერში გვეხმარება ჩვენი ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”. და აი, დღეს ჩვენ 3 წლის იუბილის აღნიშვნა სწორედ თქვენთან ერთად გადავწყვიტეთ და მინდა, ერთად მივულოცოთ მას დაბადების დღე, ვუსურვოთ წინსვლა და წარმატება”.

ქრისტინე ზახაროვა (ბავშვთა სახლის აღსაზრდელი): “გამიხარდა მამაოს მოსვლა, ძალიან მომეწონა მამა ამბიონი ბავშვთა სახლში დავითი, დიდი მადლობა, რომ მოხვედით და ასეთი დღე გვაჩუქეთ: ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ვითამაშეთ, მგალობლებს ძალიან კარგი ხმა აქვთ და ძალიან კარგად იმღერეს. დღევანდელმა დღემ გამამხიარულა და უფრო ხალისი შემმატა იმისი, რომ ვიმღერო კიდეც და სხვადასხვა ღონისძიებაში ჩავერთო”.

ირინა კირაკაზოვი (ბავშვთა სახლის აღსაზრდელი): “დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით სიმღერები, რომლებიც მგალობლებმა და ჩემმა მეგობრებმა ერთად იმღერეს. ძალიან გავმხიარულდი და მინდა, ასეთი დღეები ხშირად გვქონდეს, მოვიდნენ ხოლმე და ასეთი კონცერტები ჩაგვიტარონ”.

ეკატერინე ზურაშვილი (“მცირე საოჯახო ტიპის სახლი ბავშვებისათვის” ლიდერი): “ჩვენი სახლი სულ რაღაც 6 თვეა რაც გაიხსნა. ეს არის მცირე საოჯახო ტიპის პირველი სახლი საქართველოში, შემდეგ მსგავსი სახლები რეგიონებშიც დაარსდა, სულ – 14. ჩვენი პროვაიდერი გახლავთ საქართველოს კარიტასი – საქველმოქმედო ფონდი. დღის ცენტრი, სადაც ბავშვთა პროგრამების მენეჯერი იმყოფება, არის დიდუბეში, არმისული მეტრომდე. ყველა სახლში, მათ შორის ჩვენთანაც, 10 ბავშვი ირიცხება. ეს გახლავთ საოჯახო ტიპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები ისე არიან, როგორც ოჯახში , განსხვავებით დიდი ინსტიტუციებისაგან. აქვთ საკუთარი საწოლი, მაგიდა, კუთხე, სადაც შეუძლიათ, თავის ნებაზე იყონ, დაალაგონ, შეცვალონ რაღაც. ამაში არავინ ზღუდავს, ანუ როგორც ოჯახში.

ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებაზე ვართ, თუმცა ეს ისეთი დაფინანსება არ არის, რომ ამხელა სახლისა და ამდენი ხარჯი გაისტუმროს, ანსამბლი მადლი ამიტომ ამას პროვაიდერი ახერხებს, იძიებს სახსრებს, გააჩნია თავისი ფონდები, შემოსავალი და ამით გვეხმარება. სახელმწიფოს წილია თვეში 450 ლარი ბავშვზე ვაუჩერი, დანარჩენს უზრუნველყოფს ჩვენი პროვაიდერი.

ჩვენთან ბავშვებს რიცხავს სოციალური მომსახურების სააგენტო. ბავშვების მეურვეები და მათზე პასუხისმგებლები სოციალური მუშაკები არიან, ჩვენ კი – მზრუნველები. გვყავს 4 აღმზრდელი და ერთი ლიდერი. თითოეულ აღმზრდელს 2 ან 3 ინდივიდუალური ბავშვი ჰყავს, რომელზეც უშუალოდაა მიმაგრებული. ყველაფერს, მათთან დაკავშირებულს – ინფორმაციას, მუშაობას, აქტივობებს, – აკონტროლებს ის ერთი აღმზრდელი, დანარჩენები არ ვერევით. უბრალოდ, თუ ის აღმზრდელი არ არის ადგილზე, გვიტოვებს ინფორმაციას, ბავშვმა როდის რა უნდა გააკეთოს. ეს გახლავთ პოლონური მეთოდი “ასოციაცია ჩვენი სახლი“, რომელიც აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში და მთელმა რეფორმამ მასზე გადაიარა.

ვმუშაობთ სამ მიზანზე. სანამ ბავშვის ოჯახი კრიზისშია, ჩვენთან ირიცხება. თუ არის შანსი, რომ ეს ოჯახი ოდნავ მაინც გაძლიერდეს, ან ჩვენი ძალებით თუ დავეხმარებით, ეს იქნება სამსახურის შოვნა თუ სხვა სახის შემწეობა, რაშიც სოციალური სააგენტოცაა ჩართული და თუ კეთილსაიმედო ოჯახია, ჩვენი პირველი მიზანია, ბავშვი დავუბრუნოთ მშობლიურ კერას. მანამდე კი ჩვენთანაა და ოჯახურ უნარ-ჩვევებს: თეფშის გარეცხვას, საჭმლის კეთებაში მონაწილეობას, თავისი კუთხის მოვლას სწავლობს.
აქვთ თავისი შედგენილი დღის გეგმა. გაგვაჩნია ასეთი მეთოდი: კვირაში ერთხელ ვიკრიბებით მთელი ოჯახის წევრები, ვაწყობთ ძალიან თბილ საღამოებს ტკბილეულთან, ხან ჩაისთან ერთად, ხან უბრალოდ სუფთა ჰაერზე და ვსაუბრობთ, თუ რა და როგორ გავაკეთოთ, გავაუმჯობესოთ. რაც არ მოგვწონს, იმაზე წესებს ვადგენთ და ამ წესებს თვითონ ბავშვები აწესებენ. შესაბამისად, თავიანთ მიღებულ წესებს ძალიან იშვიათად, რომ გადაუხვიონ. მე რომ ჩემით დავწერო და გავუკრა კედელზე, მეორე დღესვე ჩამოვარდება ფურცელი.

თამაში 6 თვის განმავლობაში 4 ბავშვი გავუშვით მიმღებ ოჯახში, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ანუ ეს არის ჩვენი მეორე მიზანი: თუ ოჯახში ბავშვის დაბრუნება ვერ ხერხდება გარკვეული პრობლემების გამო, შემდეგ ვეძებთ ალტერნატიულ, ანუ მიმღებ ოჯახს, რომელიც გაუწევს ბავშვს მეურვეობას.

მესამე მიზანი: თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ ვეღარც მიმღებ ოჯახში ვუშვებთ, ანუ 17-18 წლისაა, ერთი წლის გამო არ უღირთ წაყვანა, რადგან ჩვენ შეგვიძლია პროფესიის მიცემა, სწორ გზაზე დაყენება, ანუ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება.

როგორც ყველა ოჯახში, გვაქვს ხატების კუთხე. ეს სახლი მამა დავითის (დათუაშვილის) ნაკურთხია. ჩვენი ბავშვები აქვე, სკოლასთან არსებულ პატარა ეკლესიაში დადიან, მაგრამ როგორც წესი, ცოტა ეზარებათ. ამ მხრივ მინდა მათი გაძლიერება, რადგან თავად ვიყავი რელიგიის მასწავლებელი, მაგრამ არსებობს რაღაც ბარიერები, არიან სხვა ეროვნების ბავშვები და ჯერ არ ვიცით, ნათლია ჰყავთ თუ არა, ამის გარკვევის პროცესში ვართ, თუმცა ეს მოგვარებადია. მთავარი ისაა, რომ ზოგ ბავშვს თავთან უდევს ბიბლია. შეიძლება რამდენიმე დღე წიგნი არ გადაშალონ, მაგრამ ეს ჩემთვის მაინცმეტად სასიხარულოა.

ვალერი დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენთან გახსნის დღიდან ბევრი ტელევიზია, ჟურნალისტი თუ სტუმარი მოდის, მაგრამ ბავშვები მათი სტუმრობის ამბავს როგორც კი გაიგებენ, აჟიტირებულები ხდებიან. დღეს კი ასე არავინაა. ყველა მშვიდადაა, ინტერესით განმსჭვალული, ეს ამათთვის ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ბავშვები დიდი ინსტიტუციებიდან არიან გადმოსულები და ძალიან უჭირთ კონცენტრირება, რომ დასხდნენ და მოუსმინონ, რაღაცით დაინტერესდნენ. რამდენიმე ბავშვი, რომელიც შეიძლება სტუმრის ხსენების გაგონებაზე სახლიდან გაქცეულიყო, აქ ზის და ყურადღებით შემოგყურებთ.

მამა დავითს ვუხდით ძალიან დიდ მადლობას. მისგან საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობთ. დიდი სიამოვნებით მივიღებდით ინიციატივას, თუნდაც მოხალისე რომ მოვიდეს და ესაუბროს ბავშვებს რელიგიის საკითხებზე, ან წაიყვანოს ისინი ტაძარში, მზად ვართ, რომ ეს ყოველივე დოკუმენტალურად მოვაგვაროთ”.

“ამბიონი” მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს უამრავ მსგავს ლამაზ და ხალისიან დღეს უსურვებს.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი