მთავარი » სხვადასხვა

“ამბიონი” სამი წლისაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.06.2012 8 კომენტარი | 5,084 ნახვა

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” სამი წლისაა. ამ ხნის განმავლობაში მისი სარედაქციო გუნდის თითოეული წევრი, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და მატერიალური სიდუხჭირისა, ამბიონი თავდაუზოგავად ცდილობდა, მკითხველისათვის ობიექტური და სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდებინა და თავისი წვლილი შეეტანა სულიერად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

დეკანოზი დავითი (დათუაშვილი, პროექტის ავტორი, წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): “როდესაც გაგვიჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ინტერნეტჟურნალი ეკლესიასთან, გარკვეული მოსაზრება გამაჩნდა. ვფიქრობდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო სუფთა რელიგიური ხასიათის ინტერნეტჟურნალი, რომლის საშუალებითაც ვისაუბრებდით მხოლოდ რელიგიურ თემებზე. როდესაც გადავხედე ინტერნეტს, საკმაოდ ბევრი რესურსი აღმოვაჩინე იმისა, რომ არსებობდა ბევრი საიტი, სადაც სრულყოფილად შეგვეძლო მსგავსი ინფორმაციის მოძიება. მაგრამ ეკლესიაში მოსულ ადამიანს მხოლოდ რელიგიური ინტერესის დაკმაყოფილება კი არ ესაჭიროება, არამედ მას საზოგადოებრივი საკითხებიც აინტერესებს, რადგან საზოგადოებაში ცხოვრობს, ყოველდღიურად აწყდება სხვადასხვა საკითხს, ეს არის ჯანმრთელობისა თუ ყოფაცხოვრებითი პრობლემები, გარკვეული შეხება მოვლენებთან. და აი, ამ ყველაფრის გამო ჩამოყალიბდა ასეთი აზრი, რომ ჩვენ ვართ არა მარტო რელიგიური, არამედ საზოგადოებრივი ინტერნეტჟურნალი, რომელსაც სახელად “ამბიონი” ვუწოდეთ.

ჩვენ ნამდვილად აღმოვაჩინეთ ის ნიშა, რომელიც ინტერნეტსივრცეში თითქმის არ არსებობს ისეთი კუთხით, რომ საზოგადოებრივი საკითხებიც განიხილოს, რელიგიურიც, მათი ურთიერთკავშირიცა და შეხების წერტილებიც. ჩვენი მომხმარებლების რაოდენობით ვხვდებით, რომ ეს ნიშა ძალიან საინტერესოა, რადგან დღის განმავლობაში როცა საშუალოდ 2500 კაცი შემოდის, იმას ნიშნავს, რომ საინტერესოა თემები, მიდგომა და აქ ჩადებული კონცეფციაც სწორია.

რაც შეეხება თვითონ ჩვენს ჟურნალს, სამი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სტატია დაიწერა. ხშირად ვაკვირდები კომენტარებს და აღმოვაჩინე, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც ინტერნეტჟურნალმა გარკვეული როლი შეასრულა, რომ მათ ინტენსიურად დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება, მათთვის ბევრი რამ უფრო გასაგები გახდა და მადლობელნი არიან, რომ არსებობს ჩვენი ინტერნეტჟურნალი. ასეთ კომენტარებს უხვად წააწყდებით საიტზე. ეს, მეორეს მხრივ, ადასტურებს იმას, რომ მკითხველი მარტო ინფორმაციის მისაღებად არ შემოდის ჩვენთან, არამედ ინტერაქტიულია. მას ეძლევა საშუალება, იმსჯელოს, დამოკიდებულება გამოხატოს სხვადასხვა საკითხზე და დააზუსტოს ინფორმაცია. მომავალში ჩაფიქრებული გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შესაძლებლობა გვქონდეს იმისათვის, რომ უკეთესი მასალები მოვამზადოთ. ჩვენი ინტერნეტჟურნალი კომერციული არ არის, მაგრამ გათვალისწინებულია ისიც, რომ ვიპოვოთ ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ საქმიანობაში ხელს შეგვიწყობენ. ვფიქრობ, გამოჩნდებიან კეთილი ნების პიროვნებები, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენი ინტერნეტჟურნალის განვითარებაში.

გარდა ამისა, ჩვენ ჩანაფიქრში გვაქვს არა მარტო ინტერნეტჟურნალის არსებობა, არამედ ინტერნეტმედიაჰოლდინგის შექმნა. ანუ ეს თავისთავად გულისხმობს ინტერნეტტელევიზიას, ინტერნეტრადიოს, რაც ასევე საზოგადოებრივ-რელიგიური ხასიათის იქნება და ადამიანებს გამომსახველობითი საშუალებით მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას.

ამბიონის გუნდი და ბოლოს, “ამბიონის” გუნდს მინდა ვუსურვო ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგატანა, ერთ გუნდად არსებობა, რადგან ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვინდა კეთილი საქმე ვაკეთოთ, გვსურს, ეს სიკეთე ჩვენში არსებობდეს და ამ სიკეთით ვცხოვრობდეთ, მაგალითი ვიყოთ ყველასათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, წინსვლას ვუსურვებ “ამბიონის” გუნდს”.

თეონა ნოზაძე (რედაქტორი, ჟურნალისტი): “მასმედიას ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრაში უდიდესი როლი აკისრია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწო ინტერნეტსივრცეში ონლაინ ჟურნალისტიკის განვითარებას. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას ხშირად აღნიშნავს, რომ საჭიროა კარგად ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საშუალებითაც გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების სურვილი. დღეს თითქმის ყველა მედია საშუალება დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებით. ამ დროს კი საზოგადოებას სჭირდება და „ამბიონის“ მიზანიცაა, მივაწოდოთ მათ საზოგადოებრივ, რელიგიურ, სამეცნიერო, შემეცნებით, კულტურულ თუ ახალგაზრდულ საკითხებზე აქტუალური თემები.

“ამბიონის” შექმნაში სარედაქციო გუნდთან ერთად თითოეული მკითხველიც მონაწილეობს. ხშირად ვიღებთ მათგან ახალ იდეებს, მოსაზრებებს, ან უბრალოდ სურვილებს. მკითხველის დადებითი შეფასება ერთგვარ სტიმულს გვაძლევს და ვცდილობთ, ერთგულად ვიყოთ მათ სამსახურში. “ამბიონის” მომხმარებელი ყველა ასაკსა და სოციალურ ფენას მოიცავს. ჟურნალის შექმნაში, ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს თითოეულ რესპონდენტს.

გუნდის თითოეულ წევრს მოგვეცა საშუალება, ერთდროულად ვიყოთ ღვთის სამსახურში, ჩვენი ჟურნალისტური მოღვაწეობით ვემსახუროთ სიმართლეს, მცირე წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
ჩვენ მოვიპოვეთ უამრავი ადამიანის ნდობა. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ყოველდღიურად შევთავაზებთ საინტერესო თემებს, რაც პასუხისმგებლობას გვმატებს.

დღეს ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი შინაარსის ჟურნალის არსებობა, როგორიც “ამბიონია”.”

თათია ნავროზაშვილი (კორექტორი, ჟურნალისტი): “ამბიონი” მაძლევს საშუალებას, ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს და მაინტერესებს. მეამაყება, რომ მისი სარედაქციო გუნდის წევრი ვარ და ჩემი პატარა წვლილი შემაქვს საზოგადოებისათვის ობიექტური და დაუმახინჯებელი ინფორმაციის მიწოდებაში. მჯერა, “ამბიონი“ თავისი არსებობის ისტორიაში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის“.

თეა სულაბერიძე (ჟურნალისტი): ” “ამბიონი” ჩემთვის მეორე ოჯახია, თან ერთი სულიერი მოძღვარი გვაერთიანებს. “ამბიონში” თითქმის ყველა კუთხით ვმუშაობ, რაც დიდ გამოცდილებას მმატებს. 3 წელია “ამბონის“ გუნდის წევრი ვარ, რაც ძალიან მახარებს“.

ამბიონის გუნდი დავით დანელია (ჟურნალისტი): ” “ამბიონი” ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის მაძლევს საშუალებას, ჩემი წვლილი შევიტანო სულიერად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებაში.

გარდა ამისა, “ამბიონი” არა უბრალოდ სამსახური, არამედ ცხოვრების წესია, ის ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომლიდანაც მუდან პოზიტიური ენერგია გამოსჭვივის”.

ნინო ჩალაძე (ფოტოჟურნალისტი): “ამბიონში” მუშაობა ჩემთვის დიდი პასუხიმგებლობაა, რადგან ინტერნეტჟურნალი ემსახურება საზოგადოების სულიერების ამაღლებას. მსიამოვნებს, რომ ამ დიდ საქმეში მცირედი წვილი მეც შემაქვს. არა მარტო მე, არამედ აქ მომუშავე ყველა თანამშრომელი დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს. ყველასთვის მთავარი არის მხოლოდ საზოგადოებისათვის საჭირო, სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენი მკითხველი ყოველთვის ობიექტურად და სამართლიანად აფასებს შესრულებულ სამუშაოს, ამიტომაც მათგან წამოსული მცირედი კმაყოფილებაც კი დიდ სტიმულს მაძლევს”.

ნესტან ბლუაშვილი (რეჟისორი): “ფაქტობრივად, ჩემი ყოველი დილა “ამბიონით” იწყება. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო და საჭირო თემა დამხვდება ჟურნალში წასაკითხად, რომელიც ჩემი მეგობრების მიერაა მომზადებული. ეს კიდევ უფრო მეტად მახარებს და სიამაყით მავსებს. “ამბიონს” უკვე თავისი ნიშა აქვს და ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს მკითხველში, რაც ყველაზე მთავარია ჟურნალისათვის. ვისურვებდი, რომ იმ გეგმების თუნდაც 10% მაინც განვახორციელოთ, რისი გაკეთებაც გვსურს და ჩვენს მკითხველს ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო პროექტი შევთავაზოთ. “ამბიონი” იმიტომ არსებობს, რომ ის საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება. ეს ჟურნალი თავისუფალია ისეთი თემებისაგან, როგორიცაა: პოლიტიკა, ინტრიგა, ბულვარული ამბები. აქ ძირითადად გამახვილებულია ყურადღება ისეთ საკითხებზე, რაც ასე საჭიროა დღეს ადამიანისათვის: სიყვარული, თავმდაბლობა, შემწყნარებლობა და სხვა სათნოებები. ეს მარადიული ფასეულობებია, რომელიც ადამიანს მუდამ ესაჭიროება და ვფიქრობ, “ამბიონი” ყოველთვის საჭირო იქნება საზოგადოებისათვის.”

ალექსანდრე მამგუაშვილი (მემონტაჟე): “ჩემთვის “ამბიონი” არის ადგილი, სადაც ჩემი პროფესიონალური და სულიერი საქმიანობა ერთმანეთს კვეთს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ამბიონში” შემიძლია გავაკეთო ის, რაც შეიძლება არა მარტო მე, არამედ სხვა პიროვნებებსაც წაადგეთ სულიერ და პირად ცხოვრებაში. ყველაფერთან ერთად, აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ “ამბიონის” ყველა თანამშრომელი ისეთია, როგორსაც ნებისმიერი ადამიანი ინატრებს კოლეგისა თუ მეგობრის ამპლუაში“.

ლევან მაზმიშვილი (ოპერატორი): “დღეს, როდესაც ბევრი ადამიანი დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, ძალიან მნიშვნელოვანია, მისივე მეშვეობით მიიღოს სულიერი საზრდო. მამა დავითი ხშირად აღნიშნავს, რომ საჭიროა ღვთის სიტყვა ადამიანებს იმ საშუალებით მიაწოდო, რაზეც მათ ხელი მიუწვდებათ. ვფიქრობ, რომ “ამბიონი” ამას, შეძლებისდაგვარად, კარგად ართმევს თავს. მიხარია, რომ ამ საქმეში მოკრძალებული წვლილი მეც შემაქვს”.

გიორგი ბარბაქაძე (ვებ-გვერდის ადმინისტრატორი): “ისეთი საქმის კეთება, რომელიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სარგებელს ქმნის, ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. “ამბიონი” ჩემს ცხოვრებაში არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც მთელმა სარედაქციო გუნდმა, მამა დავითის ხელმძღვანელობით, დიდი შრომისა და მონდომების წყალობით შევქმენით”.

“ამბიონის” გუნდი შემართებული ენთუზიაზმით განაგრძობს ღვთისათვის სათნო საქმიანობას და უამრავ საინტერესო სიახლეს გპირდებათ.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • თინათინი says:

    “ამბიონის” შემოქმედებით გუნდს გილოცავთ დაბადების დღეს! ნამდვილად კარგ საქმეს ემსახურებით. გისურვებთ ბევრ მკითხველს.

  • მირიანი says:

    გილოცავთ! ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ქრისტიანული მისიონერობა რომ სწორედ დაინახოს ადამიანმა რომ არის ღმერთი და ის ცოცხალია.ღირსეულად ართმევს თქვენი შემოქმედებითი კოლექტივი ამ საქმეს თავს და გილოცავთ,ასევე მადლობას მოგახსენებთ…

  • სანდრო says:

    გილოცავთ დღევანდელ დღეს! მადლობას გიხდით არსებობისთვის მთელ სარედაქციო გუნდს,განსაკუთრებით ხელმძღვანელ მამა დავითს, რედაქტორს და ამ სტატიის ავტორს. გისურვებთ, იყოთ ლიდერები ინტერნეტსივრცეში.

  • მარინა says:

    gilocavt”ambions”iubiles,didi madloba mamao davits da ambionismtlian koleqtivs,rom arsebobt da zrunavtyvela qartvelisatvis,gansakutrebit es gvesawiroeba saqartvelosgan shors myofebs,gisurvebt warmatebebs da gvtiur madls.

  • გილოცავთ …….ასე გააგრძელეთ !… :)

  • ნინო says:

    ,,ამბიონს” ვულოცავ დაბადების დღეს! დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სარედაქციო გუნდს, ვუსურვო წარმატებები და სამომავლო გეგმების განხორციელება ..

  • სოფო says:

    გილოცავთ იუბილეს, უდიდეს საქმეს ემსახურებით და თქვენი საიტით ძალიან ბევრს და ჩვენთვის მნიშვნელოვანს გვაძლევთ.მადლობ რომ არსებობთ.

  • მამუკა ლოლაძე says:

    გილოცავთ იუბილეს და ყოველ მომდევნო წელს კიდევ მეტი წარმატებებით შეხვედრას გისურვებთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი