მთავარი » პოპულარული

,,ამბიონი” გილოცავთ!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2010 14 კომენტარი | 3,897 ნახვა

dekanozi daviti,,ამბიონის” გუნდი ინტერნეტ-ჟურნალის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, დეკანოზ დავით დათუაშვილს ულოცავს დაბადების დღეს!

უკვე რამდენიმე წელია, რაც დეკანოზი დავითი გლდანის V და VI მიკრორაიონებს შორის არსებულ ტერიტორიაზე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობას უდგას სათავეში. იყო პერიოდი, როცა მამაოს ეროვნულ მოძრაობაში გარკვეული თანამდებობა ეჭირა. დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეც გახლდათ. თუმცა აშკარად გრძნობდა, მის თავს პრობლემები იყო და ხელი არაფერში ემართებოდა. ყველაფერი იმ ერთმა დღემ შეცვალა, როდესაც სოფელში წიგნების დალაგებისას სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ფარატინა ფურცელი, რომელზეც მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულებზე ეწერა… მამა დავითი ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგა და მოხდა შემდეგი რამ: მთავარანგელოზობას მიიყვანეს პატრიარქთან, მთავარანგელოზობასვე აკურთხეს მღვდლად და დღეს თითქოს სიმბოლურიცაა, რომ სწორედ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობას უდგას სათავეში.

მამა დავითს წინ შორეული გეგმები აქვს. ჩაფიქრებულია ტაძართან ერთად რელიგიურ-კულტურული ცენტრის მშენებლობაც. გარდა ამისა _ საეკლესიო ხელოვნებისა და ახალგაზრდა ოჯახების დაგეგმარების სკოლის დაარსება.

ინტერნეტ-ჟურნალ ,,ამბიონის” გუნდი მამა დავითს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღვთის შემწეობას უსურვებს. უფალმა მისცეს ძალა ყოველი მისი კეთილი წამოწყების წარმატებით აღსრულებაში!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

  • თამო says:

    ვუერთდები მილოცვას! გაიხარეთ მამა დავით!

  • Nატალია says:

    უფალმა გააძლიეროს და ყველა წამოწყებული საქმე კეთილად დაასრულებინოს მამა დავითს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს

  • ნესტანი says:

    გილოცავთ მამო დავით! დიდხანს იცოცხლეთ!უფალმა გაგაძლიეროთ! ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხართ!

  • ქეთი says:

    ვუერთდები მილოცვებს!!! გილოცავთ მამა დავით!!! ღმერთმა გაგაძლიეროთ! ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ! უფალი გფარავდეთ თქვენს ოჯახთან და სულიერ შვილებთან ერთად!

  • გულიკო says:

    ვუერთდები ყველა მილოცვას…მამა დავით გილოცავთ,ძალიან მიყვარხართ და მთელი გულით გისურვებთ დიდხანს დიდხანს სიცოცხლეს.

  • ქეთი says:

    დაბადების დღეს გილოცავთ მამა დავით! გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს,ღმერთმა გაგაძლიეროთ და დაგიფაროთ თქვენ და თქვენი ოჯახი!

  • ნატალია says:

    მამა დავით გილოცავთ დაბადების დღეს!გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!ღმერთმა გაგაძლიეროთ!ძალიან,ძალიან მიყვარხართ!!!

  • რუსუდან says:

    მამა დავით, გილოცავთ, ღმერთი შეგეწიოთ იმ დიდ საქმეში, რომელსაც დიდი სიყვარულით აკეთებთ!

  • მიხეილი says:

    ვულოცავ მამა დავითს, უფალმა გაგაძლიეროთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიგაყვანინოთ. დიდი საქმეა, რაც მთავარია ნაღდი ქართული საქმეა!!!

  • თAMUNA says:

    MAMA DAVIT.SOPELSHI HEMTAN ARIS USHVILO WYVILI.ROMELTAC BAVSHVEBIS AYVANA UNDAT.WLEBIA UKVE ADGILOBRIV DAWESEBULEBASHI RIGSHI DGANAN.HYAVDAT KIDEC DEDISGAN GASHVILEBULI ZMEBI,MAGRAM MAMAM WAARTVAT.AXLA MTXOV ROM GAVIGO TBILISSHI TU ARIS IOLAD BAVSHVEBIS AYVANA .IQNEB DAMEXMAROT DA KETILI SAQME GAVAKETO MITOVEBULI BAVSHVEBISTVIS.GILOSAVT SHOBAS

  • ლეილა says:

    მამა დ

    მამა დავით გილოცავთ შობას.უფლი შეგეწიოთ იმ ღვთისნიერ საქმეში,რომელსაც ადგეხართ.

  • მზაღო ნინო says:

    გისურვებთ; უტკბეს ლოცვებად ეფრქვიოთ ყველა თქვენს ქრისტიანულ და ქართულ გეგმებს. რეალური გამხდარიყოს, და ჭეშმარიტად გექცეთ ეს ზღაპრული საქმე.იცოცხლეთ დიდხანს.და ის სიცოცხლე იცხოვრეთ თბილად……

  • irma says:

    ძალიან მინდა შვილი ავიყვანო და ვის უნდა მივმართო ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ბავშვის აყვანაზე

  • irma says:

    ისევ მე გაწუხებთ ბავშვის აყვანაზე რო გთხოვეთ დახმარება ჩემი ნომერია 557742433 ძალიან მინდა მამაო რომ შვილი ავიყვანო თუ გამოჩნდება თქვენთან ეგეთი ვარიანტი არ გამომტოვოთ ოღონდ მინდა მდედრობითი სქესის შემიძლია 2წლისაც კი ავიყვანო გმერთმა დაგლოცოთ მამაო

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი