“ამბიონი” გილოცავთ!
25 დეკემბერი – ეს დღე მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიის მრევლისათვის სამმაგად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა: ამ დღეს აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 34-ე წლისთავი, ფუნქციონირებას იწყებს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, რომლის მშენებლობის სულისჩამდგმელს, ხელმძღვანელსა და ამჯერად უკვე – წინამძღვარს მამა დავითს (დათუაშვილი) 54 წელი უსრულდება.
მამა დავითი 1999 წელს სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად, 2009 წელს კი – დეკანოზად. რამდენიმე წელია, რაც ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, მრევლის, შემოწირულობებისა და რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფლის შემწეობით მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას აშენებს. 25 დეკემბერს კი, ღვთის წყალობით, პირველი წირვა ჩატარდება ჩვენს ტაძარში.
ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” გუნდი მამა დავითს ულოცავს ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო დღეს! უსურვებს დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლეს, ულევ წარმატებას ღვთისათვის სათნო საქმეში. უფალმა ძალა და შემწეობა არ მოაკლოს მიზნის ბოლომდე განხორციელებაში!
თათია ნავროზაშვილი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ღმერთმა მშვიდობა,ჯანმრთელობა,მრავალჟამიერი სიცოცხლე მისცეს ჩვენს სულიერ მამას და მასწავლებელს ქრისტეს გზაზე.
გილოცავთ მამაო.. უფალმა გაგაძალიეროთ და გაგახაროთ! ძალიან გვიყვარხართ!
გილიცავთ მამაო,ბედნიერება და ჯამრთელობა არ მოგაკლოთ ღმერთმა.მოგილოცავთ მთელ მრევლს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია ფუნქციონირების დაწყებას.
გილოცავთ მამაო,დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ თქვენი მრევლის საიმედოდო.უფალმა დაგლოცოთ ესეთი დიდი და საღმრთო საქმის კეთებისთვის.
გილოცავთ მამაო,გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს,ჯამრთელობას ულევ სიხარულს,
მამა დავით, გილოცავთ დაბადებისდღეს, ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და ჯანმრთელად გამყოფოთ. უზომოდ გაფასებთ და მიყვარხართ, დიდხანს სიცოხლეს გისურვებთ…
გილოცავთ მამა დავით განსაკუთრებულ სადღესასწაულო დღეს თქვენთვის! წმიდა მთავარანგელოზთა ლოცვითა და მეოხებით უფალმა მოგმადლოთ სულიერი და ფიზიკური მხნეობა მის ერთგულ მსახურებაში! ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაგიფაროთ მის საფარველქვეშ და დაგიცვათ ხილული და უხილავი მტრებისგან!
gilocavt mamao,tajris dasrulebas, pirvel wirvas, dabadebis dges, uflis did wkalobas,jamrtelobas.siketes,da isedac uamravi mrevlis,kidev ufro gamravlebas gisurvebt. morchilebit. tqveni sulieri shvili.
გილოცავთ ახალი ეკლესიის შემომატებას ჩვენი დედაქალაქისთვის;
უფალმა შეისმინოს ის ლოცვები, რომლებსაც მორწმუნე მრევლი აღავლენს მომავალში ამ ლამაზ ეკლესიაში
გილოცავთ მამა დავითი დაბადების დღეს,გისურვებთ ღვთის წყალობას და სულის გადარჩენას,ჯამრთელობას,ბედნიერებას და ულევ სიხარულს. ძალიან ბედნიერი ვარ და გახარებული რომ ეს ტაძარი აშენდა.
albat ar aris shemtxveviti rom es tarigebiase daemtxva.uplis madli tialebs mama davitisa da misi mrevlis garshemo.gviyvarxart yvelas