მთავარი » კულტურა

ამბავი ბიჭისა და ვირისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.08.2019 2 კომენტარი | 176 ნახვა

ერთ ალაგას წყლისა პირსა, ნიკა აძოებდა ვირსა. ვირს ქორფა ბალახი ჰქონდა, ნიკას ტარო სიმინდისა. გაჰკორტნეს და გამოჰკორტნეს ჯერ თავისი, მერმე სხვისა. სტომაქი რომ ამოივსეს, გამონახეს ჩრდილი ხისა. გემრიელად წაუძინეს, ჟამი იყო შუადღისა. საღამო რომ წამოადგათ, წელი აითრივეს ძლივსა. იქვე წყლის პირას ჩავიდნენ, ზლაზვნით დაიბანდნენ პირსა. ნიკას სატრფო მოაგონდა, მიჯნური ჰყოლოდა ვირსა. ორთავე მწარედ ატირდნენ, იხოკავდნენ სახე-პირსა. თვალთაგან ცრემლი სდიოდათ, ხშირად იხოცავდნენ ცხვირსა. ნიკას ხმა, ვირის ყროყინი ტყეში აფრთხობდა ნადირსა, ხეზე მძინარე ფრინველსა, და სხვა ბინადართა ტყისა. გულწასულებს მივუსწარი ნიკასა და მისა ვირსა, ორთავეს წყალი ვაპკურე, გონზე მოვიყვანე ძლივსა. « სიყვარულო, ძალსა შენსა » – ოხვრით აღმოხდაბა ვირსა. გაახსენდა ორთაჭალა, ტკბილი ხმა დუდუკებისა. სირაჯხანა ლამაზებით, დრონი თავდავიწყებისა. ნიკას საგმირო საქმენი, შეპყრობა მინდვრის თაგვისა. ტკბილად გამომემშვიდობნენ, მონახეს გზა თავ-თავისა. ნიკა სოფლის გზას დაადგა, ქალაქი ერჩია ვირსა. ასე დასრულდა ამბავი ნიკასი და მის ვირისა. ამა ლექსის გამლექსავზე ნურავინ ნუ იტყვის ძვირსა, მე კი ვერას დამაკლებენ, შეირცხვენენ თვისა პირსა.

მოთხრობის ავტორია ემიგრანტი – ვაჟა კირკიტაძე

2000 წელი, ბრიუსელი, ბელგია




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.