მთავარი » დღესასწაულები

ამაღლება – სადღესასწაულო ქადაგება (17.05.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2018 | 2,129 ნახვა

პატრიარქი 17 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ამაღლება მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახარებაში ვკითხულობთ, უფალი უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს, მისცა მათ მადლი და მშვიდობა, გამოიყვანა ქალაქის გარეთ, აკურთხა ისინი და ამაღლდა. მოციქულები თაყვანს სცემდნენ მას. დაწერილია სახარებაში „დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა“. სიხარული გაუგებარია, როდესაც საყვარელი პიროვნება გშორდება, მაგრამ მოციქულებს ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები – „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე“. აი, დღესაც მაცხოვარი ჩვენთანაა, ვმადლობთ მას მისი დიდი წყალობისათვის. დღეს კიდევ დიდი დღესასწაულია, ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი“, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

პატრიარქმა 12 სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მოღვაწე მღვდელმსახურები. ასევე, ტაძარში მყოფი ახლად ჯვარდაწერილი ოჯახები დალოცა. დაახლოებით 45 წყვილმა დღეს სამების ლავრის ხარების ტაძარში ჯვარი დაიწერეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.