მთავარი » საზოგადოება

“ამ ვერაგ დაავადებასთან საბრძოლველად თქვენი დახმარება მჭირდება!”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.10.2016 | 1,460 ნახვა

ენერგიულობისგან და აქტიურობისგან მხოლოდ სუსტი ღიმილი შემორჩა და ამ ღიმილს გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად გარშემომყოფებს ჩუქნის. laliashvili გვინდა საქველმოქედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი – ქალბატონი მარიამ ლალიაშვილი გაგაცნოთ. განათლებით ფილოლოგია, 31 წელი უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგად მუშაობდა.

მეუღლესთან ერთად თბილისის გარეუბანში ცხოვრობდნენ, ერთმანეთზე ზრუნავდნენ და არაფერი აკლდათ. მაგრამ სამი წლის წინ მათი მშვიდი ცხოვრება მარიამის უეცარმა ავადმყოფობამ შეცვალა. ახლა იგი საწოლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირს.

როდესაც თავის ცხოვრებას, სტუდენტებს და კოლეგებს იხსენებს თვალები ცრემლით ევსება.

მარიამს მისი მეუღლე უვლის. ბატონ ომარს სამსახურის დატოვება მოუხდა, რომ მეუღლე გასაჭირში მარტო არ მიეტოვებინა. იგი ყველაფერში ეხმარება მარიამს და ცდილობს მას ცხოვრება შეუმსუბუქოს.

მეუღლე ხშირ-ხშირად რომ არ შეაწუხოს, მარიამი ითმენს ტკივილებს და მას დასახმარებლად არ ეძახის და ეს კი ხშირად ცუდად მთავრდება. რამდენიმე დღის წინ მარიამმა წამოდგომა გადაწყვიტა, თავი ვერ შეიკავა და დაეცა. ახლა ომარი მას წუთითაც აღარ ტოვებს…
მათი მცირედი დანაზოგი მკურნალობას და ოპერაციას მოხმარდა და ახლა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ. მიზერული პენსია ძვირადღირებულ წამლებში იხარჯება. პროდუქტების საყიდლალ თანხა აღარ რჩებათ და ამიტომ სადილი დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ.

სავალალო საცხოვრებელი პირობები, მათ ისედაც მძიმე ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. სახლის გასარემონტებელი თანხა კი მათ არ გააჩნიათ.
„სოციალური პარტნიორობა“ ვერ დარჩებოდა გულგრილი ქალბატონი მარიამის პრობლემების მიმართ. ფონდის ექთნები უტარებენ მას სარეაბილიტაციო პროცედურებს, ეხმარებიან წამლებით და საკვები პროდუქტებით. მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, შეძლებისდაგვარად მხარში დავუდგეთ მათ. უპირველეს ყოვლისა მათ პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ. ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონი მარიამის ცხოვრებას შეამსუბუქებს!

თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ქალბატონ მარიამს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ლალიაშვილი) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან www.fsp.ge

გამოიჩინეთ გულისხმიერება!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.