მთავარი » კონკურსი

ალვინა გორგაძე – ”ჩემი სკოლა”- სამტრედიის რაიონის სოფ. ღანირის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2014 ერთი კომენტარი | 1,231 ნახვა

მე ვარ VII კლასის მოსწავლე ალვინა გორგაძე. მე ვსწავლობ სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირის საჯარო სკოლაში. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი დირექტორი, ალვინა გორგაძებატონი გოჩა დანელია, დირექტორის მოადგილე- ქალბატონი ქეთევან დარსალია. ჩემი სკოლა ძალიან მომწონს.

მე აქ 2013 წლის 3 ნოემბერს გადმოვედი და ვფიქრობ, რომ აქ ყველა სკოლისაგან განსხვავებული მოსწავლეები და მასწავლებლები არიან: აქ ყველა ერთმანეთს პატივს სცემს, მასწავლებლები მოსწავლეებთან მეგობრობენ, არ არჩევენ ბავშვებს ერთმანეთისაგან, შესაძლებელია კარგი განათლების მიღება და სხვ. ჩვენ გვყავს სამი უცხო ენის მასწავლებელი: ინგლისურის, რუსულისა და გერმანულის.

სკოლაში გვაქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა. ის აღჭურვილია სხვადასხვა სახის სალიტერატურო, შემეცნებითი, საგამომძიებლო და ასევე ისტორიული წიგნებით.

ჩვენ ასევე გვაქვს როგორც ღია სპორტული მოედანი, ისე დახურული სპორტული დარბაზი. სკოლაში ფუნქციონირებს კალათბურთისა და ფრენბურთის წრეები.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენმა სკოლამ 1938 წლიდან არაჩვეულებრივი თაობა აღზარდა. ღანირის სკოლა ჩვენი სკოლის ზოგიერთი ყოფილი მოსწავლე ახლა სხვადასხვა საგანს ასწავლის.

მე და ჩემი თანაკლასელები ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ვასახელოთ ჩვენი დამრიგებელი ნანი მანჯგალაძე და გავამართლოთ როგორც მისი, ისე ჩვენი მშობლების იმედი.

ჩვენი სოფლის მოძღვარი მამა გიორგი ღიბრაძე გვასწავლის რელიგიის ისტორიას, რაც მე ძალიან მომწონს და დიდი ხალისით ვესწრები კიდეც მის გაკვეთილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამით ცოდნას უფრო გავიღრმავებთ.

მე ვფიქრობ, სკოლაში მისვლა ყველას ერთნაირად უნდა გვიხაროდეს, როგორც მოსწავლეს, ისე მასწავლებელს და ცოდნით გულანთებულნი ვბრუნდებოდეთ შინ.

ალვინა გორგაძე
სამტრედიის რაიონის სოფ. ღანირის საჯარო სკოლა
VII კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • keto says:

    საყვარელი ღანირის სკოლა, ჩემი ბებია ლუშა კვანტალიანი და ბაბუა კარლო ხაბეიშვილი აქ მოღვაწეობდნენ,ძალიან მიყვარს.ხშირად დავდიოდი სკოლაში.გამეხარდა ასეთი წერილი რომ წავიკითხე.ალვინა კარგი გოგო ხარ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი