მთავარი » ქრისტიანობა

ალილუია – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.03.2017 | 5,147 ნახვა

ალილუია ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაგაცნობთ საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებებს. ეს ლექსიკონი ყველა მართლმადიდებლისათვის საჭირო და გამოსადეგი იქნება. ამჯერად, გაგაცნობთ სიტყვა – ალილუიას განმარტებას.

ალილუია – ძველ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „ადიდეთ უფალი“. დიდება ღვთისა ყველაფრისათვის, ღვთის სადიდებელი შეძახილი, სამგზის წარმოითქმის როგორც ყოვლად წმიდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სადიდებელი.

ეს არის მოკლე და მრავლისმეტყველი მოწოდება მორწმუნეებისადმი ღმერთის განდიდებისა და ქებისაკენ. მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაში ალილუია ხშირად წარმოითქმება მსგავსად ზეცაში წმინდანების დაუდუმებელი გალობისა. იგი აგრეთვე სრულდება პანაშვიდზე და მიცვალებულის წესის აგებისას. ამ დროს ღმერთის საქებარი უნდა იგალობებოდეს იმიტომ, რომ ქრისტიანის სიკვდილი არ არის მწუხარებისა და სასოწარკვეთილების მიზეზი – მართლმორწმუნე და მონანული ქრისტიანისათვის სიკვდილი არის გარდაცვალება, გადასვლა უკეთეს სამყაროში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს"- წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი).