მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ალიბეგლოს წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2016 | 2,181 ნახვა

ალიბეგლოს წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია ალიბეგლოს წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია ისტორიულ ჰერეთში, სოფელ ალიბეგლოში, კახის რაიონში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ტა­ძა­რი 1871 წელს აშენ­და. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტა­ძა­რი მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბი­სა და სხვა, კო­ლექ­ტი­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლის საწყო­ბად გა­და­იქ­ცა.

ტაძარი მრავალჯერ ყოფილა დანგრეული და აღდგენილი. ხალხის მეხსიერებას შემორჩა ცნობა, რომ ნინოწმიდა უკანასკნელად განუახლებია სოფელს თავისი სახსრებით, ჰერეთში ქრისტიანობის მეორედ აღდგენის პერიოდში (1850-55 წწ.).

ნინოწმიდის გუმბათი, სამრეკლო და ორქანობიანი კრამიტის სახურავი შეკეთებულია 1930-32 წწ. მაშინ, როდესაც იგი პირველად გამოყენებულ იქნა საწყობად. სამეურნეო დანიშნულების მინიჭებამ ეს პატარა ეკლესია დანგრევისაგან იხსნა.

სოფლის ამ უბანში ეკლესიის ახლოს მოსახლეობენ ყიყიშვალები, რომლებსაც ძველ დროიდანვე მინდობილი ჰქონდათ ნინოწმიდის პატრონობა.

ყიყიშვილების წინაპრებს შიშიანობის დროს დავალებული ჰქონდათ ეკლესიის განძეულობის გახიზვნა (გადამალვა). ეს ტრადიცია ელიზბარ ყიყიშვილის სახლობას ჩვენს დრომდე გაუგრძელებია; ერთ კიდობანში ჩალაგებული ნინოწმიდის საეკლესიო ნივთები დღესაც ინახება მის ოჯახში. მათ შორის ყურადღებას იპყრობს შემდეგი ნივთები: თავმომრგვალებული ხის ჩარჩოში ჩასმული წმიდა ნინოს ორი ხატი (ხეზე 37 x 50); წმიდა ნინოს გამოსახულება შესრულებული ზეთის ფერებში, წმიდა გიორგის ხატი, რომელიც ჭედურ ნახელავს წარმოადგენს, დაზიანებული სახარება, ვერცხლის გრძელტარიანი საზედაშო კოვზი, ორი ვერცხლის ჯვარი და სხვ.

მტერთა შემოსევის დროს, განსაკუთრებით შაჰ-აბასის თავდასხმების ხანაში, ტაძარ-საყდრებიდან საეკლესიო განძეულობის გახიზვნის ტრადიციამ მოსახლეობასა და ცალკეულ ოჯახებში, არალეგალური ქრისტიანული სამლოცველოების, ანუ წმიდა ადგილების მოწყობამ ჰერეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის ნაწილი იხსნა ეროვნული გადაგვარებისაგან.

ერთ-ერთი ასეთი არალეგალური საოჯახო სამლოცველოს არსებობის შესახებ ცნობა პირველად გამოაქვეყნა ალ.ხახანაშვილმა. ეს სამლოცველო სოფ. კახ-ინგილოში (კაკში) ყოფილა გამართული ხუციშვილების ოჯახში, სადაც სხვა საეკლესიო ნივთებს შორის ინახება მეფე ვახტანგ VI-ის მიერ 1709 წ. თბლისში დასტამბული სახარება.

ტაძრის აღდგენა დაიწყო 2010 წელს, კე­თილ­მოეწყო­ ში­და ინ­ტე­რი­ე­რი, შეკეთდა გა­რე ფა­სა­დი­ და მი­სას­ვ­ლე­ლი გზა. ალი­ბეგ­ლოს დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის წარმომადგენლის – კო­ტე ბა­რი­ხაშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ტა­ძარს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პი­როვ­ნე­ბებ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

2011 წლის 27 იან­ვ­რი­სათ­ვის, ნინოობის დღესასწაულისთვის ტაძრის აღდგენის პირ­ვე­ლი ეტა­პი დას­რულ­და. ალი­ბეგ­ლოს წმიდა ნი­ნოს ეკ­ლე­სი­ა­ში პა­რაკ­ლი­სი კა­ხის წმინდა გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღ­ვარ­მა მა­მა ბა­სი­ლი გო­გი­ლაშ­ვილ­მა გა­და­ი­ხა­და. მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლი მო­ვი­და კა­ხი­დან, აგ­რეთ­ვე სხვა ქარ­თუ­ლი სოფლებიდან. გა­დაწყ­და, რომ ამი­ე­რი­დან ალიბეგლო­ში ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი უფ­რო ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი გახ­დეს და აღი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც 27 იან­ვარს, აგ­რეთ­ვე 1 ივ­ნისს.

გეგ­მა­შია ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის კე­თილ­მოწყო­ბაც.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი