მთავარი » კულტურა

ალფრედ სისლეი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.04.2012 ერთი კომენტარი | 4,631 ნახვა

“იმპრესიონისტები ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ”

ალფრედ სისლეი ინგლისელი ფერმწერი,ინპრესიონისტი ალფრედ სისლეი 1839 წლის 30 ოქტომბერს პარიზში, მდიდარი კომერსანტის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლელი წარმოშობით ინგლისელები იყვნენ. მშობლებს სურდათ რომ ალფრედი ინგლისურ ენას სრულყოფილად დაუფლებოდა და მამამისის საქმიანობა შეესწავლა. 18 წლის სისლეი ინგლისში გაუშვეს. ის შექსპირის, ტერნერისა და კონსების შემოქმედებას უფრო დაეწაფა, ვიდრე კომერციას. ალფრედი 1862 წელს პარიზში დაბრუნდა და გლეის სასწავლებელში დაიწყო სწავლა, სადაც მონე, რენუარი და ბაზილი გაიცნო. 1863 წელს მეგობრებთან ერთად მიემგზავრება შაიოში სამუშაოდ. ხოლო 1866 წელს მარლოტში რენუართან ერთად მუშაობს.

საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს სისლეი, როგორც ინგლისის მოქალაქე, ლონდონში გადასახლდა, სადაც დაუკავშირდა ძურან რუელს, რომელმაც მისი სურათები გამოფინა. პირველი კრიტიკული აზრი სისლეის შესახებ 1873 წელს გამოითქვა. მისი სურათები მონესა და პისაროს სურათებთან იყო შედარებული. ერთერთი კრიტიკოსის აზრით ამ სამ ხატვრიდან სისლეი “ყველაზე უფრო ჰარმონიული” და “გაუბედავია”. ომის დროს სისლეის მამა გაკოტრდა და ლუკმა პურს იგი მხოლოდ ფერწერით შოულობდა. მას თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა და უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევდა მის გაჭირვებას. 1874 წლიდან მონაწილეობას იღებს იმპრესიონისტების პირველ გამოფენაში, სადაც 1877 წელს უკანასკნელად გამოფენს თავის ნამუშევრებს.

იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ.ალფრედ სისლეი რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.

იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.

იმპრესიონისტებს თოვლის ეფექტების ასახვა იზიდავდა, რასაც წარმატებით ასრულებდნენ მონე, პისარო და რენუარი. მაგრამ არაფერი შეედრება თოვლის ეფექტს სისლეის ტილოზე “თოვლი ლუვესიანში”.

ალფრედ სისლეის ფერწერა 1872—1876 წლებში ძალიან უხვია და მაღალ დონეს აღწევს, ეს პერიოდი მისი მხატვრობის მწვერვალია.
1880 წლამდე სისლეი ცხოვრობდა და მუშაობდა ვერსალისა და ლუვსეინის გარეუბანში. მისი პეიზაჟების დიდი სერიის თემა გახდა 1876 წლის “წყალდიდობა პორტ მარლში”. სინათლის ლივლივი წყალზე, რომელსაც ყველაფერი დაუფარავს ირგვლივ იმპრესიონისტების ტიპიური მოტივი იყო. პარიზში ინახება ორი სურათი ამ სერიიდან.

ალფრედ სისლეი

1878 წელს სისლეის შთაბეჭდილება შეექმნა რომ საზოგადოება უკვე კეთილი თვალით უყურებდა მას, ამიტომ მან მიატოვა იმპრესიონისტების გამოფენები და სურათები გაგზავნა სალონში. მაგრამ მისი სურათები არ მიიღეს და ახლა იგი უფრო მარტო დარჩა, ვიდრე ოდესმე. ამას ერთვოდა მისი მატერიალური გაჭირვება.

პირველი სურათი რომელიც 1879 წელს სალონმა მიიღო არის “ფონტებლოს ტყის პირი”. ეს დიდი ზომის სურათია, მისი სიგრძე ორ მერტრზე მეტია. აღნიშნული სურათი “რეალისტულია”, მასში იგრძნობა კურბეს გავლენა, ერთგვარი სიმძიმე, მკაცრი და გულმოდგინე შესრულება, მუქი ტონები.

1880-იან წლებში სისლეი განიცდის კლოდ მონეს დიდი გავლენას. იგი იწყებს ქრომატიული (კაშკაშა) საღებავებით ხატვას, რაც მის კომპოზიციაში მყოფ საგნებს არამატერიალურის შეგრძნებას ანიჭებს.

1880—1883 წლების პერიოდში მისი მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, იმის წყალობით, რომ ძურან რუელმა რამდენიმე სურათი იყიდა მისგან და მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. მაგრამ სისლეი მის ამხანაგებზე ნაკლები მოწონება ხვდა წილად. ამასთან ძურან რუელი მის ნამუშევრებს უფრო და უფრო იშვიათად ყიდულობდა. მხატვარი ძალიან განიცდიდა თავის წარუმატებლობას და ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდეც მისულა.

1887 წელს კამილ პისარომ სისლეის შემოქმედება ასე შეაფასა: “ხელოვნური და ფაქიზი, მთლიანობაში კი ყალბია.” ალფრედ სისლეი 1890 წელს სისლეის ჯანმრთელობა შეირყა, მისთვის დიდი დარტყმა იყო მისი რეტროსპექტული გამოფენის წარუმატებლობა, სადაც კრიტიკამ დუმილით აუარა გვერდი გამოფენას. სისლეის მხარს უჭერდა რუანელი ფაბრიკანტი ფრანსუა დე კო. მისი ხელშეწყობით ის მიემგზავრება ინგლისში, სადაც ხატავს კლდოვან სანაპიროებს.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ სიკვდილამდე მხატვარი ცხოვრობს მორე სიულ ლუანში. ერთერთი ცნობილი ფრანგი კრიტიკოსი, რომელიც ეწვია სისლეის მორეში წერდა: “სისლეი მაღალი კულტურისა და დიდი ღირსებების მქონეა, მაგრამ ძალიან სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.”

მხატვარი მორჩილად იყო შეგუებული, რომ მის სიცოცხლეში დიდების სხივი ვერ გააბრწყინებდა მის შემოქმედებას. გამოფენიდან ერთი წლის შემდეგ სისლეის ყელის კიბო აღმოაჩნდა. სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მონე დაიბარა, რომ გამოსთხოვოდა. რვა დღის შემდეგ 1899 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი