მთავარი » ფოტორეპორტაჟი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
ალექსანდრე პუშკინის ქუჩა თბილისში
თბილისში, პუშკინის ქუჩაზე არქეოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დამთვარიელებლებს შესაძლებლობა აქვთ ძველი თბილისის იერსახე დაახლოებით აღიდგინონ. არქელოგებმა ამ ტერიტორიაზე აღმოჩინეს 110 მეტრი სიგრძის გალავანი, რომელიც მე-11–13 საუკუნეებით თარიღდება. გალავნის კედლების გარდა შემორჩენილია ხუთი კოშკი, მათ შორის ორი დიდი გოდოლი.
შეგახსენებთ, გალავნის აღმოჩენა 2012 წლის ზაფხულში პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობისას მოხდა. დღესდღეობით თითქმის ყველანაირი სამუშაო დასრულებულია და ტერიტორია ღია მუზეუმადაა ქცეული.
ნინო ჩალაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.