მთავარი » კულტურა, საზოგადოება, ქრისტიანობა

ალაზნის ველზე ძვ. წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოჩნდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.08.2019 | 116 ნახვა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მუშაობა დაასრულა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.

ეროვნული მუზეუმის ფოტო

ალაზნის ველზე, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა გუნდმა, გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად, დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დააფიქსირა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა – სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი. 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის  სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

მუზეუმის ინფორმაციით, ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი – სავარაუდოდ კაპიტელის დეკორი, შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.

აღმოჩენა ალაზნის ველზე

როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში – სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.