აიდა ბაზოიანი – “ჩემი სკოლა” – თბილისის №104 საჯარო სკოლა
მე ვარ აიდა ბაზოიანი, ეროვნებით სომეხი. გახლავართ 104-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. მიყვარს ჩემი სკოლა. 104-ე სკოლა თბილისის ერთადერთი სომხურენოვანი სკოლაა.
რამოდენიმე დღის წინ, ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ირინა ჟამკოჩიანს, მივმართე თხოვნით, რომ მოეყოლა სკოლის ისტორიის შესახებ. მან მომცა დიდი ფოტოსურათების ალბომი, სადაც იყო ჩვენი ყველა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ძალიან ძველი ფოტოსურათები. ჩაწერილი იყო სკოლის ისტორია დაარსებიდან 2005 წლამდე(როდესაც მე შევედი ამ სკოლაში).
სკოლისათვის ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი ადრე ჰქონდა ჩვენს სკოლის ბიბლიოთეკარს,ქალბატონ ოფელიას,მის გარდაცვალების შემდეგ ეს დოკუმენტები სკოლაში დარჩა.
ჩვენს სკოლას 76 წლის ისტორია აქვს.
ადრე ამ შენობის ნაცვლად იდგა უზარმაზარი ტაძარი,რომელსაც “ვანქი” ერქვა.სოხურად “ვანქი” თვითონ ტაძარს ნიშნავს. ამბობენ,რომ ტაძარი ახლანდელ წმინდა სამების ტაძარზე რამოდენიმეჯერ დიდი ყოფილა.სამწუხაროდ, 1939 წელს თბილისის სომეხი მოსახლეობის თხოვნით, ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას სკოლა აშენდა. პირველად, ეს იყო ვაჟთა სასწავლებელი, შემდეგ 1939-1945 წლებში სკოლის შენობა ჰოსპიტლად გადაკეთდა(მოგეხსენაბათ მეორე მსოფლიო და სამამულო ომები).ომის შემდეგ სკოლაში გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობდნენ. სკოლის პირველი დირექტორი ელენე მარკოსიანი ყოფილა. იმ დროს ბევრმა მოსწავლემ ოქროს მედალი აიღო.1945 წელს სკოლის პირველი ოქროს მედლის მფლობელი გოარ ასატრიანი გახდა.
კიდევ ბევრი რამის მოყოლა და დაწერა შეიძლება.
წინა წლებთან შედარებით სკოლა ძალიან შეიცვალა. ახლა სკოლის შენობის ნახევარი ეკუთვნის ქართულ სამხატვრო სკოლას,სკოლაში 300 მოსწავლეა.
კლასებში იმ დროსთან შედარებით არაფერი არ შეცვლილა. სკოლას ახალი გარემონტებული დერეფნები, სააქტო დარბაზი და სპორტული დარბაზი აქვს.სკოლაში არის კომპიუტერების ოთახი. გვყავს ახალი დირექტორი,ირინა ჟამკოჩიანი,ძალიან კარგი მასწავლებლები,რომლებიც მაღალ დონეზე ასწავლიან თავიანთ საგანს. ვსწავლობთ ოთხ ენას: სომხური,ქართული,რუსული და ინგლისური.მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და კონკურსებში.სკოლაში არსებობს ლიტერატურული კლუბი ” ოქროს ბუმბული” ,მოცეკვავეთა ჯგუფი “ვანქი”და მუსიკის ჯგუფი “ფოქრიკ ჰაიერ”(“პატარა სომხები”,რომლის სოლიტებიდან ერთერთი გახლავართ). სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. სკოლაში მანდატურებიც არიან, ყველგან კამერებია.
ვამაყობ ჩემი სკოლით. თავს სხვა სკოლის მოსწავლედ ვერც წარმოვიდგენ.
ყველას მოვუწოდებ, უყვარდეთ სკოლა, საკუთარი ოჯახივით, იცოდნენ თავიანთი სკოლა და მისი წარმოშობის ისტორია,მითუმეტეს,თუ მათ სკოლას ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია აქვს: კარგად ისწავლონ, რადგან ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის,რომ მივიღოთ კარგი განათლება.
ყველას ვუსურვებ წარმატებას!
აიდა ბაზოიანი
მე-10 კლასი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.