მთავარი » ვიდეო

აია-სოფიას ტაძარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.01.2013 5 კომენტარი | 26,543 ნახვა

აია-სოფია, ასევე ჰაგია-სოფია, სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

აია სოფია ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან – Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული – Ayasofya.

“აია სოფია” სამჯერ აშენდა. პირველი იყო “მეგალა ეკლესია”, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინეს დროს აიგო 360 წელს. ეს ეკლესია იყო ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში, ხის სახურავით გადახურული. ტაძრის ნაწილი ხანძარმა იმსხვერპლა სახალხო აჯანყების დროს 404 წელს.

მეროედ აშენდა 415 წელს თეოდოს მეორის იმპერატორობის ხანაში. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლელით. 532 წელს სახალხო აჯანყების დროს, რომლიც ცნობილია „ნიკას“ სახელით, ტაძარი კვლავ დაიწვა.

აია სოფიას დღევანდელი სახით აშენდა იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში, საუკეთესო არქიტექტორების, ისიდორ მილეთელისა და ანფიმ ტრალელის მიერ. ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

აია სოფია, ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ. მას უნივესალურად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი.

ამჟამად კი მუზეუმია, რომელიც მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ სტამბულში.

მე-18 საუკუნეში ახალციხის ფაშამ აჰმედ ჯაყელმა, ახალციხეში ოსმალთა სულთნის ბრძანებით მეჩეთი ააგო, თუმცა ამ ნაგებობას “აჰმედის ტაძარსაც” ეძახიან რადაგან, იგი მართლმადიდებლური ტაძრის აია სოფიას მაკეტითაა აგებული და საკურთხევლის ადგლიც მონიშნულია. იმ დროს აია სოფია უკვე ოსმალთა ხელში იყო და მეჩად ფუნქცინირებდა. არსებობს გადმოცემა რომ გამაჰმადიანებულმა აჰმედ ჯაყელმა “ახალციხის მეჩეთი” მართლმადიდებლურ ტაძრად ააგო იმ იმედით რომ ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლების შემდეგ აქ მართლმადიდებლური, ქართული წირვა ლოცვა აღევლინებოდა. დღეს ახალციხს აია სოფიაც მუზეუმია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი