მთავარი » სოფლის მეურნეობა

რომელი აგროტექნიკური მეთოდები შეიძლება გამოვიყენოთ ბიოვენახაში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.02.2021 | 95 ნახვა

საქართველოში მოქმედი „ბიოწესების“ თანახმად:

ბიოვენახის ნიადაგის დამუშავებისა და კულტივაციისათვის ნებადართულია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შენარჩუნებას და მატებას, დაიცავს მას ეროზიისა და გამკვრივებისაგან. ამ მიზნით შესაძლებელია მივმართოთ ხვნას, სიდერაცას, კომპოსტირებას, მულჩირებას, ორგანული სასუქისა და ბიოპრეპარატების შეტანას, დაკორდებას.

მიკროორგანიზმების შემცველი საშუალებების გამოყენება დაშვებულია ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე კომპოსტის აქტივაციისათვის (ბიომეურნეობაში ნებადართული სასუქები და ნიადაგის ნაყოფირების ასამაღლებელი საშუალებები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბიოწარმოების შესახებ.

დაუშვებელია მინერალური – აზოტ შემცველი სასუქების და ქიმიური სინთეზით მიღებული სასუქების გამოყენება;

ნიადაგის დამცავი საფარისათვის დაშვებულია სინთეზური მულჩის, პოლიეთილენის და პოლიპროპილენის ან სხვა პოლიკარბონატების გამოყენება, მაგრამ გამოყენების შემდეგ აუცილებელია მათი ნაკვეთიდან გატანა და განადგურება.

ვაზის ნერგის წარმოებისათვის დაშვებულია მხოლოდ ბიომეთოდებით მიღებული სამყნობი მასალის გამოყენება; მცენარეთა დაცვის ღონისძიებები დაავადებების, სარეველების და მავნებლებისაგან დაცვის მიზნით ხორციელდება სახეობების და ჯიშების შერჩევით, კულტივაციის გამოყენებით.

ასევე შესაძლებელია მცენარეული ნაყენების და ნახარშების გამოყენება.

გარდა ამისა, ბიომეურნეობაში ნებადართულია სპილენძის და გოგირდის შემცველი არაორგანული პესტიციდების და საქართველოს მთავრობის დადგენილების „ბიოწარმოების შესახებ“ განსაზღვრული მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი