მთავარი » ეკლესია-მონასტრები

აღდგენილი ნაბახტევის ღმრთისმშობლის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.05.2017 | 1,446 ნახვა

ნაბახტევის ეკლესია სოფელ ნაბახტევში XV საუკუნის დარბაზული ეკლესია მდებარეობს,რომელიც საუკუნის დასაწყისში ჭერათხევის ხეობის ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით იქნა აგებული.

ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო,თითქმის მთლიანად ჰქონდა პირვანდელი სახე დაკარგული, ატმოსფერული ნალექები კი ტაძრის კიდევ უფრო დიდი დაზიანების საშიშროებას ქმნიდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ნაბახტევის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლიდან დაიწყო და 2014,2015 და 2016 წლებში რამდენიმე ეტაპად განახორციელა,რის შედეგადაც – მოძიებულ იქნა და თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდა ჩამოცვენილი ქვები; მთელ პერიმეტრზე გაიწმინდა,გადაეწყო და აღდგა მარტივპროფილიანი ციკოლის ქვები; გამაგრდა კონქი; აღდგა კედლების საპირე წყობა; აღდგა საბჯენი თაღი;ტაძრის შვერილი აფსიდი გადაიხურა კრამიტით. ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი.

პროექტის ავტორი: ნ.ნოზაძე.
შემსრულებელი: შპს “ტაო-ტბელი”,შპს “არქ-ლაითი”

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი