მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ადრექრისტიანული ხანა IV-VII სს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2016 | 1,738 ნახვა

ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით IV ს-ის 30-იან წლებში მეფე მირიანმა სახელმწიფო რელიგიად ქართლში ქრისტიანობა გამოაცხადა. მან ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს ეკლესიების ასაშენებლად ქვითხუროთა გამოგზავნა სთხოვა. ნეკრესი მოწვეულმა ოსტატებმა პირველი ტაძრები ერუშეთში, წუნდასა და მანგლისში ააგეს, თუმცა ამათგან არც ერთი გადარჩენილა.

ამ პერიოდში ისახება და ყალიბდება უძველესი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, რომელიც განვითარების საკუთარ გზას დაადგა.

ბიზანტიური წესის მიხედვით ეკლესია ბაზილიკური უნდა ყოფილიყო; ცენტრულ ნაგებობებს – მრგვალ მარტირიუმებს მხოლოდ წმინდანთა საფლავებზე აშენებდნენ. სწორედ ბაზილიკით იწყება ქრისტიანული აღმშენებლობა საქართველოში (• ნეკრესი, IV ს. • ბოლნისის სიონი, V ს. • ურბნისი, VI ს. • ანჩისხატი, VI ს.). ამავე პერიოდში ჩნდება სამეკლესიან ბაზილიკად წოდებული ტიპი, რომელიც მხოლოდ საქართველოში გვხვდება (• ზეგანი, VIს. • ნეკრესი, VII ს. • გაგრის ეკლესია, VI ს.• ქვემო ბოლნისი, VI ს.). ქრისტიანულ ეკლესიათა შორის უმარტივესი კი დარბაზული ტიპის ნაგებობებია (• კაცხის სვეტი, V ს. • აკვანება, VI ს. • ოლთისი, VI-VII სს. • თეთრიწყარო, VI-VII სს.). მაგრამ ქართულმა ბუნებამ ვერ იგუა აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე გაჭიმული სივრცე. უძველეს ხალხურ საცხოვრებელს (გვირგვინიანი დარბაზი) ნაჩვევი ქართველისთვის, ცენტრული ნაგებობა უფრო ახლობელი აღმოჩნდა, ამიტომაც გაჩნდა ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის სხვადასხვა სახეობა: ტეტრაკონქი (• მანგლისი, V ს. (ვახტანგ გორგასლის აშენებული) • ძველი გავაზი, VI ს. • ნინოწმინდა, VI ს. • მცხეთის ჯვარი, VII ს. • ატენის სიონი, VII ს.• მარტვილი, VII ს. •ბანა, VII ს.) , თავისუფალი ჯვრის ტიპი (• შიო-მღვიმე, VI ს. • იდლეთი, V-VI ს. • ერელაანთ საყდარი, VI ს. • სამწევრისი, VII ს.), ჩახაზული ჯვრის ტიპი (• წრომი, VII ს. • სამშვილდე, 750-777 წწ.) .ამავე პერიოდს განეკუთვნება კლდეში ნაკვეთი მონასტრების უძველესი ქვაბულები (დავით გარეჯის მრავალმთის და ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსები)

ამ დროის ნაგებობათა მხატვრულ შთაბეჭდილებას საერთო აგებულების სიმკაცრე და სიცხადე, სრული წონასწორობა, დიდებულება, მონუმენტურობა, ადამიანური მასშტაბი და მშვიდი პროპორციული შეფარდებები განსაზღვრავს.

წყარო: http://www.heritagesites.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.