მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ახალი სკოლა აშენდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.07.2013 | 2,371 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს აჭარაში რაიონის სოფელ სამღერეთის მოსახლეობას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა (02.07.2013).

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40 წლებშია აშენებული. შენობა ამორტიზირებულია და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება. სკოლის შენობა სასაფლაოს გვერდით მდებარეობს. კედლები დაბზარული და დეფორმირებულია. სკოლაში არის მხოლოდ 12 საკლასო ოთახი.

ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდება, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით.

სოფელი სამღერეთი აჭარის ეკომიგრანტებით არის დასახლებული, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია. ამჟამად აქ 100 მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლადან დადის და მათ 2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ.

სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა არის ზრდადი, შესაბამისად, ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი