მთავარი » ეკლესია-მონასტრები

აბულმუგის ეკლესია აღდგენილია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2017 | 376 ნახვა

აბულმუგის ეკლესია აბულმუგი მაშავერის ხეობაში დმანისის ნაქალაქარის მახლობლად მდებარეობს. X საუკუნის ნასოფლარის პატარა დარბაზული ტიპის ეკლესია XVIII საუკუნეშია განახლებული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. კერძოდ: გაძლიერდა ტაძრის საძირკველი მონოლითური რკინა-ბეტონით; გადაეწყო დაძრული საპირე ქვები; თლილი ქვით აღდგა საპირე წყობა კირის დუღაბზე; აღდგა კარნიზი; გადაყვანილ იქნა კამარა ლეთილი ქვით კირის დუღაბზე; მოეწყო რკინა-ბეტონის სარტყელი; ეკლესია გადაიხურა თუნუქით-ლორფინის იმიტაციით; მოეწყო ქართული აგურის იატაკი კირდუღაბის ხსნარზე.

პროექტის ავტორები: რ.შაშვიაშვილი,დ. ადიკაშვილი,
ა. გიორგობიანი.

შემსრულებელი: ააიპ “ბაგინეთი+”.
დამფინანსებელი: შპს “რმჯ-გოლდი”.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს,"- ილია მეორე.