მთავარი » საზოგადოება

აბორტი – სულის და სხეულის განადგურების გზა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2009 27 კომენტარი | 12,176 ნახვა

აბორტიმსოფლიოში ოფიციალურად მილიონობით აბორტია რეგისტრირებული. ცხადია არსებობს დაურეგისტრირებელია აბორტებიც, რომელთა რაოდენობა ალბათ ოფიციალურს გადააჭარბებს. აბორტი ბიოლოგიური ტრავმაა, რომელიც ასუსტებს ორგანიზმს, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. იგი წარმოადგენს არა მარტო სასქესო სისტემის ანატომიური და ფუნქციური მოშლის, არამედ გინეკოლოგიურ დაავადებათა ძირითად მიზეზს.

მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით, ის განიხილება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად. დიდ სჯულისკანონში მითითებულია, რომ აბორტის გამკეთებელი დედაკაცნი უნდა განკანონდნენ ე.ი. დაისაჯონ “კანონითა კაცისმკვლელთათა”.

მედიცინა, მეცნიერება და ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე იწყება. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, თვალის ფერი, სისხლის ჯგუფი და ა.შ.

სტატისტიკური მონაცემებით, კიბოთი დაავადების ალბათობა 18 წლის ასაკამდე აბორტგაკეთებულ გოგონებში 80-ჯერ იზრდება. საშვილოსნოსა და მკერდის გახშირებული კიბოების მიზეზი სწორედ აბორტია. ის არღვევს ბუნებრივ ჰორმონალურ პროცესს და იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.

აკაკი ბაქრაძე (საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამშობიარო სახლის დირექტორი სამკურნალო დარგში): “ხელოვნური აბორტის შემდეგ შესაძლებელია იყოს ინფექციის საშიშროება, ანუ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთება, შედეგად, შესაძლებელია ქალი აღარ დაორსულდეს. ხდება ინფექციის გენერალიზებაც, როგორიც არის მაგალითად – სეფსისი. ამ დროს მოსალოდნელია ინვალიდიზაცია.

ამას გარდა, ხელოვნური აბორტის ოპერაცის დროს შესაძლებელია მოხდეს საშვილოსნოს დაზიანება – პერფორაცია ანუ გახვრეტა, რაც ოპერაციულ ჩარევას და ზოგიერთ შემთხვევებში, საშვილოსნოს ამოკვეთას საჭიროებს”.

მამა ამირანი (ამირანაშივლი) (სიონის დეკანოზი): “აბორტი ანუ ფეხმძიმობის ხელოვნური შეწყვეტა არის უმძიმესი ცოდვა. ქალბატონები მიდიან ექიმთან და სთხოვენ, რომ მოაკვდინონ ჩასახული ადამიანი, რომელმაც ხორცი უნდა შეისხას, უნდა განხორციელდეს. მოდიან ჩვენთან ქალბატონები და ამბობენ, რომ 12-13 აბორტი აქვთ გაკეთებული, ეს არის უსაშინლესი ცოდვა ქალისთვის. ეს იგივეა, რაც ადამიანმა ნაჯახით დახოცოს უდანაშაულო ადამიანები.

აბორტიაბორტიარის შემთხვევები, როდესაც დედა ან ნაყოფი არ არის ჯანმრთელი და მისი ბოლომდე მიყვანა დაუშვებელია. ეკლესია ასეთ შემთხვევებს ვერ გაექცევა, თუმცა, ესეც უმძიმეს ცოდვათა რიგში ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ქალები სარწმუნოების გზას დაადგნენ, მაინც ჩადიან ამ ცოდვას. თავს იმართლებენ ათასი რამით. ამ ყველაფერს სჯობს შვას ქალმა შვილი და გაასხვისოს. ღმერთი საკუთარ შვილს არ მიატოვებს. უფალი რასაც გაძლევს, შენი ტვირთია და ღირსეულად უნდა ატარო ცხოვრების ბოლომდე.

დაიმკვიდრებს თუ არა ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ცათა სასუფეველს? ამ ყოველივეს გულწრფელი სინანული სჭირდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიუტევებს უფალი ამ უმძიმეს ცოდვას ადამიანს”.

ირაკლი დვალიძე (იურისტი): “საქართველოში ემბრიონის დაცვასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მოსაზრება არსებობს, როგორც სამართლებრივი, ასევე, რელიგიური კუთხით. პირველ რიგში, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომლის 139-ე მუხლი გვეუბნება, რომ – აბორტი დასაშვები არის ვიდრე ქალის ორსულობა არ აღემატება 12 კვირას. შემდეგ გაკეთებული აბორტი უკვე კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება და სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

27 კომენტარი »

  • lingvo says:

    დიდი სინანული მართებს იმ ექიმს, ვინც აბორტს აკეთებს. იმედია ღვთის წყალობით მიხვდებიან, რომ ეს უდიდესი ცოდვაა.

  • ნინა says:

    ღმერთი რომ ასეთ დიდ საჩუქარს გაგიკეთებს შვილის სახით როგორ შეიძლება მასზე უარი თქვა უბრალოდ არ მესმის.ბავშვმა რა დააშავა რატომ სწირავენ?მასაც ხომ აქვს სიცოცხლის უფლება,ქალი რომ ასეთ რამეს ჩაიდენს არვიცი და არ მესმის ამას რატომ აკეთებენ,რაღაც ზომებია მისაღები რადგან მილიონობით აბორტი კეთდება საქართველოში და და სტატისტიკა უკვე ამაზრზენია,ვფიქრობ ეკლესიამ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს,რაღაც ზომებს უნდა მივმართოთ რომ მათთამა რიცხვა იკლოს არათუ იმატოს…

  • მარიამი says:

    ნამდვილად საშინელ ცოდვას ჩადის ქალი,რომელიც იკეთებს აბორტს მაგრამ ვაი იმ ექიმს ვისაც ათობით და ასობით აბორტი აქვს გაკეთებული. ნუთუ ის ფული უღირს ამდენ მკვლელობად .

    • Klara* says:

      Chems das 25aborti aqvs gaketebuli da daemarta tavze simsivne gaiketa simsivnis operacia mere daemarta marcxena saxis simaxinje ta xel-fexis paralichi marjvena tvalis gamokarkla misma biwma coli moiyvana coli darchnen ushvilod dgidan dgemdem mis gogo gatxovda eyola otxi gogo da misi gogo dedamisivit agrdzelebs aborts ufrosi gogo gautxovrad darcha gautxovrad

  • natia says:

    რამდენი ადამიანი ოცნებობს შვილზე და იტნაჯება უშვილობით…
    ისინი კი,ვისაც უფლის წყალობით შეუძლიათ ამ ქვეყანას ახალი სიცოცხლე აჩუქონ–ჩანასახშივე კლავენ მას…
    საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ხშირი მოვლენაა და ალბათ ამ სიხშირის გამოცაა სწორედ,რომ ვერ აცნობიერებს ბევრი მის სიმძიმეს…

  • qeti says:

    საშინელებაა აბორტი ადამიანი საკუთარ შვილს კლააავს არადა რამდენი ადამიანია ვისაც შვილი უნდა და არ უჩნდება არა რა არანაირი გამარლება არ აქვს ამ ცოდვის ჩამდენს და არც იმას ვინც აბორტებს აკეთებს

  • KATE says:

    გთხოვთ სანამ ამ ნაბიჯს გადაგამდეთ გაიხსენოთ რომ თქვენი შვილი უნდა აკუწონ მაკრატლით

  • ნატო says:

    მე 18 წლის ვარ და ვარ ორსულად მაგრამ არასოდეს მიპიქრია აბორტზე.ეს უმძიმესი ცოდვაა და ქრისტიანმა ადამიანმა ამაზე არ უნდა იფიქროს.მითუმერეს როცა საკუთარ სხეულში ცოცხალი არსების გულისცემას გაიგებს.ეს მკვლელობაა თანაც გაუხარელი სიცოცხლის.

  • lady georgiana says:

    saertod verasodes gavugeb kals, romelic sakutar shvils sakutar sxulshi klavs an odesme daapira amis gaketeba…… pikritac ki…. sashinelebaa, ar vici sxva ra vtkva….. eseti kali chemtvis kvela mkvlelze da modzaladeze sashinelia…..

  • ანა says:

    ვარ ორსულად სამი კვირის… როდესაც გაიგო ჩემა შეყვარებულმა ჩემი ორსულობის ამბავი.აბორტის გაკეთება მომთხოვა კატეგორიულად, ჩემს მშობლებს ვუთხარი ჩემი ამბავი, მამა მთხოვს მოცილებას, რადგან თვლის რომ მარტო ცოდო ვარ და ძალიან გამიჭირდება “ნაბიჭვარს” თუ გავაჩენ და ხალხის დაცინვის ობიექტი გავხდები.. არ ვიცი რა ვქნა როგორ მოვიქცე? არადა შვილი ყველაზე დიდი ბედნიერება, თუმცა ცოტა მეც მეშინია როგორ გავუმკლავდები ამ ყველაფერს

    • რაკი ასეა, არ შეშინდე, აუცილებლად გააჩინე ბავშვი, მშვიდად დაელოდე და შენი შეყვარებული გონს მოვა, არც იფიქრო აბორტზე, მოემზადე დედობისთვის, ეს საოცარი პროცესია, შენი მშობლები აქეთ ანუგეშე და ცხოვრებას მიყევი, სიყვარულით ჩასახული ნაყოფი სიყვარულითვე გაზარდე და ყველაფერი კარგად იქნება!

  • გიორგი says:

    ანა სასწრაფოდ მიდი ეკლესიაში, მოძღვართან და მას სთხოვე გირჩიოს, როგორ მოიქცე.
    ისე აბორტი ერთ-ერთი საშინელი ცოდვაა!
    თუ არ გყავს მოძღვარი, მიდი აიყვანე და უთხარი შენი გასაჭირი, დარწმუნებული ვარ ძალიან დაგამშვიდებს და სწორ რჩევას მოგცემს.

    • maia says:

      ანა, ძალიან გთხოვ არ გაიკეთო აბორტი, სოფიკოს კომენტარს ვეთანხმები , გმერთს მიენდე და ბედნიერი იქნები. თუ ბავშვის მამა გონს მოვა ძლინ კარგი ,თუ არა და ღვთის საჩუქარი შენი შვილი არ გაწირო.

  • გიგა says:

    ანა აბორტზე არ იფიქრო. მოძღვართან მიდი აუცილებლად.

  • ახსარება says:

    მე და ანიმ ერთმანეთი ზაფხულის ერთ ცხელ დღეს გავიცანით.დანახვისთანავე ძალიან მომეწონა.მისგანაც იგივე ვიგრძენი.მალევე შეგვიყვარდა ერთმანეთი,თან ისე ძალიან რომ უერთმანეთოთ სუნთქვაც კი გვიჭირდა,ერთმანეთით ვცოცხლობდით,თვალებში შევციცინებდით ერთმანეთს.
    ერთი წელი იყო მე და ანის ურთიერთობიდან გასული,როცა ერთმანეთთან კავშირი გვქონდა ჩემი დაჟინებული მოთხვნით.ვაგრძელებდით ცხოვრებას.კიდევ ერთმა წელმა განვლო.ამ 2 წლის განმავლობაში 2 წუთით არ ვყოფილვართ დაშორებულები.გავიგე რომ რომ ანი ორსულად იყო.ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა.ოჯახში ანის კარგად იცნობდნენ და ძალიან მოწონდათ სარძლოდ.როგორც ჩემი საცოლე ისე იცნობდა ყველა.გამოვაცხადე რომ ანი მომყავდა.მაგრამ უცებ ისეთი პრობლემები გამოძვრა,რომელსაც საერთოდ არ ველოდებოდი,მეც კიდევ ბევრი რამ მქონდა მისაღწევი და გასაკეთებელი.ანი ტიროდა,ვიცოდით,ამ ნაბიჯს თუ გადავდგავდით მის ოჯახთან ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნებოდა.თან ადრე იყო ჩვენი შეუღლება.დაბნეული ვიყავი..ამიტომ აბორტის გაკეთება გადავწყვიტეთ.სანამ ამ ნაბიჯს გადავდგავდით,ელესიაში ვიყავი შესული,ღმერთს ვთხოვე რაიმე სხვა გზა დაენახებინა ჩემთვის და მოეცა ბრძოლის ძალა..
    3 საავადმყოპოში ვიყავით მისულები,ერთ-ერთში რემონტი მიმდინარეობდა სააბორტეში,ერთში ექიმი არ დაგვხდა,მესამეში არ აკეთებდნენ.ეს ნიშნად ჩავთვალე იმისა რომ მე ჩემი საკუთაღი შვილი არ უნდა მომეკლა.
    მესამე დღეს მოვკიდე ანის ხელი და გავიპარეთ.ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ,უამრავი პრობლემა შეგვხვდა…..მაგრამ დღეს,როცა ჩემ პატარა ქალ-ვაჟს ვუყურებ,რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან მამიკოს მოფერებაში,მცხვენია მათ თვალებში ჩახედვის,რადგან ვიცი მათ თვალებში ჩემი განძრახული ცოდვაა,რომელიც საბედნიეროდ არ ასრულდა.მიხარია..მიხარია ის რომ როცა საჭირო იყო მე ძალა მოვიკრიბე და გამოვიყენე..
    გთხოვთ იბრძოლოთ..ქვეყნად არ არსებობს არაფერი,რასაც ადამიანი ვერ მიაღწევს,ვერ გამონახავს გამოსავალს,რომლისაც მომავალში არ შერცხვება.თვალს რომ მოხუჭავს და თავისი ცოდვა არ დაუდგება წინ.იბრძოლეთ…მე ხომ დღეს სახლში ჩემი 3 ანგელოზი მყავს.ეხლა აღარაფერია ძნელი.ღმერს შეთხოვეთ დახმარება.აუცილებლად დაგანახებთ გამოსავალს.ღმერთი თქვენსკენ

  • ნატო says:

    ანი გთხოვ არ ჩაიდინო ეგ ცოდვა მითუმეტეს პირველი ორსულობააა შეიძლება მეტად ვეღარ დაორსულდე.აუცილებლად მიდი მოძღვართან და დაელაპარაკე
    ღმერთმა დაგლოცოს.

  • ioseb says:

    ani ar gaiketo aborti, gmerti dagexmareba yvelafershi, sul rom ojaxidan gamogagdos mamashenma, mainc ar mokla sheni shvili, aucileblad midi mamaostan sadme da auxseni sheni mdgomareboa, damijere rom gamosavals ipovi da bavshvi cocxali sheinarchuno, ara aborti!!!!

    ARA ABOTTI!!!! ARA SHVILTA KVLA!!!!!

  • გვანცა says:

    ანა უფალმა შვილი გაჩუქა ამიტომ ძალასაც მოგცემ რომ გააჩინო და აგზარდო, მიუხედავად იმისა რომ ახლა ცხოვრებაში ძალიამ მძიმე წუთები გაქვს იბრძოლე გაუძელი და შვილი გაგახარებს

  • თამუნა says:

    ანა გამხნევდი, ეხლა სჭირდები შენს შვილს!!! ის ხომ შენს გულის ცემას უსმენს და შენს ხელშია მისი სიცოცხლე!!! ნუ გახდები ჯალათი!!! უფალმა მოგცა და უფალი გაგაზრდევინებს!!! არ ჩაიდინო ეს საშინელი ცოდვა, თორემ მერე არც შენ აპატიებ საკუთარ თავს ამ ცოდვას და ტვირთად გედება მთელი ცხოვრება…და არც უფალი არ მოგიტევებს!!! მოძღვარი ნახე, ბევრი გოგოა შენს მდგომარეობაში და გამოსავალი უფლის გზაა, დამიჯერე!!! უფალი გფარავდეს, ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა ანა!!

  • ქეთო says:

    ანი მეც გირჩევ რომ არ გაიკეთო აბორტი, რადგან პირველი აბორტის გაკეთება ჯერ ერთი ძალიან სარისკოა, შეიძლება მეორედ ვეღარც დაორსულდე და მეორეც ამაზე საერთოდ არც იფიქრო, რადგან შემდეგ შვილისათვის თვალებში ჩახედვის დროს შეგრცხვება…მესმის რომ ჩვენთვის ადვილია ეხლა შენთვის ჭკუის დარიგება რადგან არ ვართ ამ სიტუაციაში, მაგრამ ღმერთი დაგეხმარება ყველაფერში, მშობლებთან ურთიერთობასაც მოაგვარებ ნელ-ნელა… აბორტთან დაკავშირებით ერთი პატარა ისტორია გამახსენდა და მინდა თქვენს გაგიზიაროთ.

    ორსული ქალი მივიდა ექიმთან აბორტის გასაკეთებლად. ექიმმა აბორტის მიზეზი კითხა ქალს, რომელმაც თავის მართლება იმით დაიწყო რომ უკვე ჰყავდა ერთი გოგო, რომელიც 3 წლის იყო და ძალიან უყვარდა, ის თვლიდა რომ მეორე ბავშვი, რომელსაც მუცლით ატარებდა, მისთვის ზედმეტი პრობლემების წარმომქმნელი იქნებოდა…როდესაც ექიმმა ეს ზემოთჩამოთვლილი მიზეზები მოისმინა, მიუბრუნდა ქალს და უთხრა…

    – რადგან შენ გიჭირს 2 შვილის ერთად გაზრდა, ამიტომ მოდი შენი პირველი საყვარელი შვილი მოვკლათ (3 წლის), ხოლო რომელსაც მუცლით ატარებ გააჩინე, შესაბამისად არც აბორტი და არც წვალება არ დაგჭირდება.

    ამის გამგონე ორსულმა ქალმა შეიცხადა და წამსვე მიხვდა თავის დანაშაულს, მადლობა გადაუხადა ექიმს და წავიდა.

    ამ მოთხრობით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი აზრით აბორტი ეს იგივე დედის ხელით შვილის მკვლელობაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვი მუცელშია თუ უკვე ზრდასრულია. ჩემი აზრით ეს იგივე დანაშაულია.

  • დავით says:

    “ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში” (ლექსიდან “ჩემი ნენე”)

  • თათა says:

    ანი არ გაიკეთო აბორტი საშინელი ცოდვაა…

  • ნათია says:

    ეს შემზარავი ფაქტიაა…განა მხოლოდ ანამ ყვალამ უნდა მოვეგოთ გონსს.ანა არ გინაა ყოველ დილიტ დედის ლოცვებსს კითხულობდე დაა შენს პატარასს გალობით აძინებდეეე,ბოროტსს ნუ გაახარებბ და სულსს ნუ დაიგუპავვვ…კარგადდ დაფიქრდიიი..

  • gvanca says:

    ” agsarebam” mgoni yvelaze natlad da yvelaze kargad gasca am statias pasuxi da anis problemasac… gmertma daifaros yvela am sahsinelebisgan,,mtavaria shemweoba vtxovot ufals da mere yvelaferi kargad iqneba…da albat yvelaze kargi is aris rom sanam ragac nabijs gadavdgavt manamde davpiqrdet ra moyveba amas..

  • ანა, შვილი შენი მომავალია,ხოლო მამა წარსული…რა თქმა უნა ბავშვი უნდა გაჩნდეს.

  • სალომე says:

    ანა გეხვეჭEბი არ გაიკეთო აბორტი ეხლა შენ ვერ აცნობიერებ და მერე დამიჯერე ადგილს ვერ იპოვნი ისე გაგიჭირდება არ შეშინდე სულ რომ სახლიდან წასვა მოგიწიოს ეს არ იქნება უბედურება უბედურება მხოლოდ აბორტი იქნება დამიჯერე გტხოვ არაფრით არ დაუთმო შენი პატარა ეშმაკს საჯიჯგნად გთხოვ გადაარჩინე შენი პატარა რომელიც ახლა განაჩენს ელის და არ იდიქრო რომ მან ეს ყველაფერი არ იცის გმერთი არ დაგტოვებთ მარტო უფალი გფარავდეს

  • გიორგი(გრატო) says:

    წმ.წერილი გვასწავლის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თვისად, ეს ფაქტი მას შემოქმედად წარმოაჩენს და შესაბამისად ჩვენც, ვინაიდან მის ხატად შევიქმენით. ე.ი. ჩვენი, მასთან მსგავსებაც, სიცოცხლის შექმნაში მდგომარეობს.

    როდესაც ეშმაკმა სამოთხეში ადამიანი აცდუნა და კეთილისა და ბოროტების შესამეცნებელი ვაშლი შეაჭამა, ადამიანმა ღმერთთან, მის წიაღთან მყისიერად კავშირი გაწყვიტა და წარმოშვა ცოდვის, ღვთისგან გაუცხოების დანაშაული. რაში გამოიხატა იგი? იმაში, რომ შერცხვა ადამიანს თავის საქციელის, რომელიც საკუთარი მშობლის ღალატს წარმოადგენდა, მაგრამ ვერ გაათვიცნობიერა (პატარა ბავშვივით) თავის დანაშაული ბოლომდე და შესაბამისად სინანულიც არ აღეძრა, რის გამოც იგი განგდებულ იქნა ტკივილითა ბოროტებით აღსავსე დედამიწაზე, რომლის ბატონ-პატრონადაც დაცემული ანგელოზი გვევლინება.

    თუ ამ მოვლენას, ნაყოფის შენარჩუნება არ შენარჩუნების გადაწყვეტილებას შევადარებთ, შეგვეძლება დედა იმ ედემის ბაღს შევადაროთ, რომელშიც ეს-ესაა ჯერ კიდევ უცოდველი და ღალატის არ მცოდნე ადამიანი(ბავშვი) შეიქმნა მამისაგან(კაცისაგან),ხოლო ვინმე ამ სიკეთის მოშურნე პიროვნებისაგან (ან თუნდაც არა სახარბიელო სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობით) შთაგონებული დედა, მის ყოფნა არ ყოფნის ნებას რთავს ეშმაკს, ჩვენს შემთხვევაში ექიმს, მოჰსწყლას მამის ქმნილი ნაყოფი.

    ამით დედა, ღვთის უდიდეს კანონს და პატივისცემას, თითოეული პიროვნებისათვის მონიჭებული თავისუფალი არჩევანის(ყოფნა არ ყოფნის) ნების შეუვალობის დამრღვევად გვევლინება, იგი ახდენს სხვისი საკუთრების ხელყოფას, დემოკრატიულობის ენაზე რომ ვთქვათ, არღვევს პიროვნების თავისუფლებას, რაც ყველას კარგად მოგვეხსენება რომ ადამიანური კანონებითაც დასჯადია და მითუმეტეს ღვთიურით რა იქნება.

    ასე რომ ადამიანმა, პირველად, მაშინ უნდა იფიქროს, როცა ხვთის ხატად გამოვლინებას გადაწყვეტს (მოისურვებს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან კავშირს), გაანალიზოს შედეგი, რომ მერე უკვე აღარ სჩიოდეს თავის გაუკუღმართებულ და გატანჯულ ცხოვრებას, რაც ღვთისგან განშორებით არის გამოწვეული.

    თუმცა მხოლოდ სინანულია ის გზა, რომელიც ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას აღებინებს ყოველივე ჩვენთაგანს, ჩვენ ჯერ საკუთარი თავი გვაქვს გამოსათხოვი ცოდვიდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალი სიცოცხლის შექმნაზე და მის მოწყვლაზე აღებული პასუხისმგებლობის შესახებ.

    ყოველი ადამიანი თავის პიროვნულ არჩევანში თავისუფალია, რომლის გადაწყვეტილების მიღებითაც იგი, ხდება დამოკიდებული ამა თუ იმ მოვლენაზე, საგანზე, უსულოსა თუ სულიერზე. დამოუკიდებელი ადამიანი კი ნამდვილად არ არსებობს. თუ კარგად დავფიქრდებით მივხვდებით.

    უფალი მეფობს, გვიხმობს და გვასწავლის სწორად ცხოვრებას, თუ რათქმა უნდა ეს ჩვენი ნება იქნება. ღმერთს ვებარებოდეთ, და ყველაფერი კარგად იქნება.

    ქრისტე აღდგა! და აღგვადგენს ჩვენც ნებისა ჩვენისამებრ.
    დედებო და მსურველნო დედობისა, იყავით წმინდანი გულითა და მდაბალნი სულითა და იღწვოდეთ მუდამ სიცოცხლისათვის ვითარცა შემოქმედი ჩვენი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.