მთავარი » ქრისტიანობა

90-ე ფსალმუნი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.01.2020 9 კომენტარი | 582,147 ნახვა

“რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქვას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. ტაძარი რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი. ღაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შეინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ნანა იაშვილი. says:

    უფალო,იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო ,შემიწყალე მე ცოდვილი.

  • ფიქრია says:

    ღმერთი არს ჩვენთან. ამინ!

  • დარო says:

    უფალო,იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო ,შემიწყალე მე ცოდვილი.

  • Giorgi says:

    Upalo ieso qriste dzeo xvtisao shegviwyalen chven codvili , amin amin amin dideba gmerts amin

  • მირიანი says:

    ბოროტთან ბრძოლაში ძალიან ეფექტურია ჩემი აზრით ეს ნაწილი განსაკუთრებით.კარგი იქნება თუ ზეპირად ისწავლით.ბრძოლას ვიძახი თორემ ვისაც უგრძვნია ბოროტის შემოტევა(უფალმა გაგვაძლიეროს დიდება მის სახელს!) იმას ეცოდინება რომ ეს ბრძოლა ცალკარას თამაშს შეიძლება შევადაროთ.ამ დროს ფიზიკურ ძალას გართმევს და მხოლოდ გონებით და ფსალმუნების კითხვით და ლოცვით ეწინააღმდეგები.ყოველშემთხვევაში ეს ჩემი შემთხვევაა.

  • Liana Hoffmann says:

    Kargi statiaa -schtartia, kar=kari,gi=gematria uplisaa, ksrgi komentaria,=komen=germanulad moswlaa,t-aria=tan auria. Eschmakebs da borots ieso dewnida mzis gadaswlisas,psalmunebi dazeret sagamos -or-schabats; sam-schabat- moichseniet gardasachulebi/incarnatus/ suli,ake-dan sog-i/cota/ mokwda,sogma tschaidzina,daceret lozwa micaze ,rom ar daisajos, otch-schabati gankurneba schestchowet mtawar angeloz raphaels ,,marschwene sad aris tschemi pechis tkiwilis chsna,,/mschwerplschecirwa -puli/ chut-schabati-daceret locwa icaze,rom mogetewot codwa. Paras-kews schestchowet cmindanebs- sascaulkmedeba gankurnebisa, scawlebisa, codwebis mitewebisa,daceret locwa=awi coli=esetia aw colsgaws,ikawit prtchilad,ar gapatiebt. Schabati=dzalian cmindaa-ieso christe kurnawda schabat dges,gadmozeret sachar-ebidan/ewa-ngeliumi/ is adgilebi sadac gankurnebaa da miaceret tkweni locwa -tchowna,,ieso christe schen tu ginda, schegidzlia gankurno tschemi goneba ,atschuke ganachleba,, kwira-sakwirweleba=gaawrzelet ketili inpormacia sakwarel internetschi, potos ar dadot arasodes internetschi,aramed gamoikenet sascawleblad, an daechmare uchilawad schens mwzobels,uzchosac.

  • ანა says:

    უკაცრავად ჯადოქრობასაც ამ ლოცვით ვებრძვით ხომ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი