მთავარი » საზოგადოება

9 აპრილის ტრაგედიის გმირები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2020 | 90 ნახვა

31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან -1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევა განხორციელდა

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქციის დარბევის შედეგად, რომელიც საბჭოთა არმიამ ცოცხალი ძალის, მძიმე ტექნიკისა და მომწამვლელი გაზის მეშვეობით განახორციელა, 21 ადამიანი დაიღუპა. ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა.

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

9 აპრილის ამ სისხლიან და ტრაგიკულ ღამეს 21 ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა

1.ადამია აზა, 22 წლის 2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის 3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის 4. გიორგაძე ნატო, 23 წლის 5. დოლიძე თამუნა, 28 წლის 6. ენუქიძე თინა, 70 წლის 7. თოიძე ნინო, 25 წლის 8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის 9. ლოლაძე მანანა, 33 წლის 10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის 11. მეტრეველი ვენერა, 12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის 13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის 14. ქვასროლიაშვილი შალვა, 15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის 16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის 17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის 18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის 19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის 20. მელქაძე მანანა 23 წლის 21. ქარსელაძე გია 25 წლის

9 აპრილის ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო და თითოეული ჩვენგანის სული. 9 აპრილის ისტორია თაობებს გადაეცემა და დაღუპული გმირები მუდამ იქნებიან ჩვენი მომავალი საქართველოს ნათელი სახეები.

ამ დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი