მთავარი » საზოგადოება

9 აპრილი ყველაფრით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.04.2019 | 1,025 ნახვა

  ,,დღე ტკივილისა და დღე სიხარულისა’’ ასეა დალექილი ეს დღე ჩვენს მეხსიერებაში და ასეთს ვიხსენებთ. 2019 წლის 9 აპრილიდან ამ დღეს მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძინა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში და სოფელ ტომაშეთში სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივების ინიციატივით ჯვრები აღიმართა.

არ ახალია ის ფაქტი, რომ მაღალმთიან აჭარაში მუსლიმი ადამიანები და მართმადიდებელი ქრისტიანები ერთად ოჯახებშიც ცხოვრობენ, მაგრამ სასწაულია ის ფაქტი რომ ჯვრის აღმართვასა და საორგანიზაციო საკითხებში ისინი ერთად იღებდნენ მონაწილეობას, ერთად უხაროდათ და ერთად გაიზიარეს ეს მადლი.

შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღისთვის ადრე დაიწყეს მზადება და სტუმრებს სკოლის დარბაზში შესანიშნავი ღონისძიებით დახვდნენ. რეპერტუარი მთლიანად ცხრა აპრილის თემატიკას გასდევდა, რომელთაც გამომსვლელთა მილოცვები ანაცვლებდა.

სოფელს ამ დღეს სტუმრობდნენ ღირსეული შვილები, რომლებიც სხვადასხვა საქმით არიან ჩართულნი ქვეყნის მაჯისცემაში, ხოლო სოფელს არ იწყებენ და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ადგილობრივებს. სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას მიულოცეს ეს დღე დამსწრეთ და მომავალ თაობას გზა დაულოცეს.

სტუმრებს შორის იყვნენ სხალთის ეპისკოპოსი და ეპარქიის მამები, შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ღონისძიებას ფინანსური მხარდაჭერა ფონდმა ,,შუბანი’’ გაუწია.

  ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სოფლის ისტორიაში, ხოლო მომავალმა თაობამ ამ დღით სწორი გზით სვლისკენ ნაბიჯი გადადგეს, გზისკენ რომელიც ტაძრამდე მიდის.

                                                                                                   
მელანო ებრალიძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი