მთავარი » პოპულარული

8 მარტს მეტწილად ქალბატონები იბადებიან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.03.2015 | 4,335 ნახვა

8 მარტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 850 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 314 (61.20%) ქალბატონია, ხოლო 6536 (38.80%) მამაკაცი.

აღსანიშნავია, რომ 8 მარტს დაბადებულთა შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი მიმდინარე წელს 108 წლის ხდება.
8 მარტს ყველაზე მეტი ბავში 1960 წელს დაიბადა. რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე თავდაპირველად, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა.

1889 წელს გამართულ მეორე ინტერნაციონალურ ყრილობაზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა კლარა ცეტკინმა, მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლის მიზნით, მსოფლიოს ქალების გაერთიანების წინადადება წამოაყენა. მისი ინიციატივით, მოგვიანებით შტუტგარდში სოციალისტ ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

1910 წლის 8 მარტს ქალაქ კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა მეორე კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა. კლარა ცეტკინი გამოვიდა ინიციატივით, ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს მშრომელ ქალთა სოლიდარობის დღედ აღნიშნულიყო.

8 მარტი ქალთა საეთაშორისო დღედ პირველად 1911 წელს გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში, შვედეთსა და რუსეთში აღინიშნა.
8 მარტს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი