მთავარი » ახალი ამბები
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
51-ე საყოველთაო ნათლობა გიორგობის დღესასწაულზე ჩატარდება
გიორგობის დღესასწაულზე რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 670-მდე ბავშვს მონათლავს. მოსანათლი ბავშვებიდან 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან – ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება.
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატარებს ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს.
ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს გაიმართა.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.